ახალი ამბები
მაშინდელი კარგად მახსოვს, მაგრამ რომ არაფერი ისწავლეს იქიდან ამ მავნებლებმა?

7 ნოემბერს მახსენებენ, შალვა ნათელაშვილის დევნას, მის სახლსა და პარტიის ოფისში  სპეცრაზმის შეჭრას. ვეუბნები, რომ

მახსოვს, გვახსოვს და ყველაზე კარგად! და რა, კარგი იყო? ისწავლეს ქოცებმა იმით რამე?!   მერე ამერიკამ რომ უთხრა მაშინდელ ხელისუფლებას მოისვენეთ, თორემ ცუდად იქნება თქვენიც და ქვეყნის საქმეცო და სააკაშვილმა უკან დაიხია და ტელევიზიიდან გამოაცხადა ამოძვრეს ნათელაშვილი სადაცაა იქიდანო, ესეც გვახსოვს. მერე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებიც დანიშნა, პოლიტ. კრიზისის განსამუხტად.

 

მეგობარი ამერიკიდან და ევროპიდან უკვე არის ამ უგნურების  დასაყენებელი განცხადებები, ქვეყანას ნუ აზარალებთ, თქვე მავნებლებოო! ვნახოთ, ივანიშვილი ახლა მაინც თუ გააცნობიერებს მოსალოდნელ შედეგებს;  სააკაშვილივით, თუ დაიხევს უკან და ახალ საპარლამენტო არჩევნებს თუ დანიშნავს.   ის არაა პოლიტიკოსი, გაუმაძღარი ოლიგარქია და თავისი სტომაქის გარდა ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია, თუ მის ფულს არ დაემუქრა საფრთხე. სწორედ ამიტომ, გაეცალა ვითომ პოლიტიკას, რომ მის ფულს არ დამუქრებოდა დასავლეთიდან საფრთხე, მაგრამ მაგის რუსულ ხრიკებს აღარავინ ჭამს. გახარია გადადგომის საბაბით, მელიას დაკავება გადაიდო... შედეგებზე პერსონალურად აგებს პასუხს ბიძინა ივანიშვილი!

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
,,დიდი ჰესების მშენებლობა კანონმდებლობით უნდა აიკრძალოს,
როგორც
01.03.2021

,,დიდი ჰესების მშენებლობა კანონმდებლობით უნდა აიკრძალოს, როგორც

სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ
საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავს.
01.03.2021

სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავს.


სოლიდარობას ვუცხადებთ ჟურნალისტ ვახო სანაიას ,ვგმობთ მასმედიაზე
დაწყებულ ტერორს და მოვითხოვთ დამნაშავე--თავდამსხმელთა უმკაცრესად
დასჯას.
01.03.2021
სოლიდარობას ვუცხადებთ ჟურნალისტ ვახო სანაიას ,ვგმობთ მასმედიაზე დაწყებულ ტერორს და მოვითხოვთ დამნაშავე--თავდამსხმელთა უმკაცრესად დასჯას.


ლეიბორისტული პარტია სოლიდარობას
უცხადებს ტვ ,,პირველის
01.03.2021
ლეიბორისტული პარტია სოლიდარობას უცხადებს ტვ ,,პირველის" ჟურნალისტ ვახო სანაიას.სოლიდარობას ვუცხადებთ ჟურნალისტ ვახო სანაიას ,ვგმობთ მასმედიაზე დაწყებულ ტერორს და მოვითხოვთ დამნაშავე--თავდამსხმელთა უმკაცრესად დასჯას.



ვიდეოები