ახალი ამბები
მაშინდელი კარგად მახსოვს, მაგრამ რომ არაფერი ისწავლეს იქიდან ამ მავნებლებმა?

7 ნოემბერს მახსენებენ, შალვა ნათელაშვილის დევნას, მის სახლსა და პარტიის ოფისში  სპეცრაზმის შეჭრას. ვეუბნები, რომ

მახსოვს, გვახსოვს და ყველაზე კარგად! და რა, კარგი იყო? ისწავლეს ქოცებმა იმით რამე?!   მერე ამერიკამ რომ უთხრა მაშინდელ ხელისუფლებას მოისვენეთ, თორემ ცუდად იქნება თქვენიც და ქვეყნის საქმეცო და სააკაშვილმა უკან დაიხია და ტელევიზიიდან გამოაცხადა ამოძვრეს ნათელაშვილი სადაცაა იქიდანო, ესეც გვახსოვს. მერე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებიც დანიშნა, პოლიტ. კრიზისის განსამუხტად.

 

მეგობარი ამერიკიდან და ევროპიდან უკვე არის ამ უგნურების  დასაყენებელი განცხადებები, ქვეყანას ნუ აზარალებთ, თქვე მავნებლებოო! ვნახოთ, ივანიშვილი ახლა მაინც თუ გააცნობიერებს მოსალოდნელ შედეგებს;  სააკაშვილივით, თუ დაიხევს უკან და ახალ საპარლამენტო არჩევნებს თუ დანიშნავს.   ის არაა პოლიტიკოსი, გაუმაძღარი ოლიგარქია და თავისი სტომაქის გარდა ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია, თუ მის ფულს არ დაემუქრა საფრთხე. სწორედ ამიტომ, გაეცალა ვითომ პოლიტიკას, რომ მის ფულს არ დამუქრებოდა დასავლეთიდან საფრთხე, მაგრამ მაგის რუსულ ხრიკებს აღარავინ ჭამს. გახარია გადადგომის საბაბით, მელიას დაკავება გადაიდო... შედეგებზე პერსონალურად აგებს პასუხს ბიძინა ივანიშვილი!

| ბეჭდვა |