ახალი ამბები
მოვითხოვთ ტექნიკურ მთავრობას და ტექნიკურ პრემიერმინისტრს.

შალვა ნათელაშვილი:


 

_ აქ, ლეიბორისტულ დარბაზში შექმნილმა ოპოზიციურმა  უპრეცედენტი ერთიანობამ, ჩვენი დიდი ხალხის მხარდაჭერით, ისტორიული შედეგი დადო. ხელისუფლება იშლება, მმართველი გული გახეთქილია, ახალი არჩევნები გარდაუვალია. გილოცავთ!

ეს ყველაფერი ისტორიის განგებით, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს მოხდა. ქართველმა ხალხმა მას კარგი სიურპრიზი გაუმზადა იმ ძალადობის, გადაგდების“, გაღატაკების, სახელმწიფოს ჩამოშლისათვის,  რაც მან და მისმა ე.წ. მა გუნდმა იკადრეს. ახლა დადგა ჟამი მივუჯდეთ მილაპარაკებათა მაგიდას, გავატაროთ ძირეული საარჩევნო რეფორმა და უახლოეს ხანში ჩავატაროთ ახალი საპარლამენტო არჩევნები, მრავალპარტიული კოალიციური მთავრობის შექმნის პერსპექტივებით, რომელი მთავრობაც იმუშავებს ხალხზე, სიღატაკის დაძლევაზე, ქვეყნის ფეხზე წამოყენებაზე და არა საკუთარ ჯიბეზე. მანამდე მოვითხოვთ ტექნიკურ მთავრობას და ტექნიკურ პრემიერმინისტრს. არავითარი სახელგატეხილი ტარტაროზი ფიგურა პრემიერმინისტრად და მით უფრო პოლიტიზირებული მინისტრების. აგერ, ორი დღის წინ იტალიაში შეიქმნა პოლიტიკური ვითარება, რომელიც ჩვენსავით, საპარლამენტო მოდელის სახელმწიფოა, პარტიები ვერ შეთანხმდნენ და დადგა კრიზისი, რის გამოც მოიწვიეს ტექნიკური პრემიერი _  ევრობანკის ყოფილი პრეზიდენტი, არაპარტიული არაპოლიტიზირებული ცნობილი ეკონომისტი და შექმნეს ტექნიკური დროებითი მთავრობა.

ეს ყველაფერი გამოიწვია მმართველი გუნდის დანაშაულებრივმა პოლიტიკამ, რომელმაც მოინდომა 21-ე საუკუნეში, იმ საქართველოში, რომელსაც ბრიტანეთზე ადრე, მეთორმეტე საუკუნეში  ჰყავდა პარლამენტი _  თამარ მეფესთან არსებული დარბაზი იმ ქვეყანაში კობახიძეებმა, თალაკვაძეებმა,  წულუკიანებმა და სხვა ღვთისპირიდან გადავარდნილებმა მოინდომეს დიქტატურის დამყარება და რა თქმა უნდა გეგმები წყალში ჩაეყარათ.  მათი უკანდაუბრუნებელი დაღმა სვლა დაწყებულია, იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ მეტად არ მოიტეხენ კისერს და ქვეყანა ძალიან მალე გადავა განვითარების ახალ მშვიდობიან ეროვნულ კონსტრუქციულ სტადიაში და მივა იმ დონემდე როდესაც ჩვენი ხალხი განცხადებებს კი არ შეავსებს გერმანიაში სამუშაოდ წასასვლელად, არამედ ყველა ჩვენი სისხლი და ხორცი, წასული დაბრუნდება.

| ბეჭდვა |