ახალი ამბები
სანამ გახარიას გამოსამშვიდობებელი სელფი გულს აგიჩუყებთ, გაიხსენეთ:
..
ვინ იყო 2017 წელს შინაგან საქმეთა მინისტრი როცა სპეცოპერაციის დროს მძინარე მაჩალიკაშვილი საწოლში ჩაცხრილეს? გამოძიებულ იქნა ეს საქმე? ვინმე დაისაჯა? ვინმემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო?
ვინ დაუყენა პანკისში ჰესის აშენების მოწინააღმდეგე ადგილობრივ მოსახლეობას პირისპირ სპეცრაზმი და ვინ გამოიწვია დაპირისპირება?
ვინ დაარბია ღამის კლუბები და ვინ გათელა ასობით ახალგაზრდის უფლება ფეხქვეშ?
სანამ ამის გამო ბოდიშს მოიხდიდა, ვინ "მიუქსია" ე.წ. ფაშისტები აქციის მონაწილეებს და ვინ მიიყვანა დაძაბულობა კრიტიკულ ნიშნულამდე, რითიც საფრთხეში ჩააგდო უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა?
ვინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი როცა 20 ივნისის ღამეს საკუთარ თანამოქალაქეებს პოლიციამ დათვის ტყვიები დაუშინა და მძიმე დაზიანებები მიაყენა?
ამის შემდეგ ხალხი რომ შს მინისტრის გადადგომას ითხოვდა, ვინ დაწინაურდა ნაგლად და პრემიერ მინისტრი გახდა?
ვისი პრემიერ-მინისტრობის დროს გაყალბდა საპარლამენტო არჩევნები და მოხდა ძალაუფლების უზურპაცია?
ვინ იყო ქვეყნის ფორმალური მეთაური, როცა ცესკოსთან მშვიდობიან აქციაზე პანდემიის პერიოდში მოქალაქეებს წყლის ჭავლი დაუშინეს?
ვინ იყო "საუკეთესო" კრიზის მენეჯერი, რომლის დროსაც კოვიდის გავრცელებამ საქართველოში ყველანაირი ანტი-რეკორდი მოხსნა ხოლო ეკონომიკა 6%-ით შემცირდა?
ვინ იყო პრემიერი, რომლის დროსაც კორუფციამ ქვეყანა შეჭამა, ხოლო მისმა ქვეშემრდომებმა სასახლე-სასახლეებზე აიშენეს?
შემიძლია კიდევ გავაგრძელო...
ხოდა მშვიდობით ჩემო პრემიერო კი არა, ის დანარჩენი არამზადებიც (ზოგი უარესიც) სასწრაფოდ უკან უნდა მოგაწიოთ, სანამ ქვეყნისგან ნასახლარი დატოვეს!

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
,,დიდი ჰესების მშენებლობა კანონმდებლობით უნდა აიკრძალოს,
როგორც
01.03.2021

,,დიდი ჰესების მშენებლობა კანონმდებლობით უნდა აიკრძალოს, როგორც

სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ
საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავს.
01.03.2021

სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავს.


სოლიდარობას ვუცხადებთ ჟურნალისტ ვახო სანაიას ,ვგმობთ მასმედიაზე
დაწყებულ ტერორს და მოვითხოვთ დამნაშავე--თავდამსხმელთა უმკაცრესად
დასჯას.
01.03.2021
სოლიდარობას ვუცხადებთ ჟურნალისტ ვახო სანაიას ,ვგმობთ მასმედიაზე დაწყებულ ტერორს და მოვითხოვთ დამნაშავე--თავდამსხმელთა უმკაცრესად დასჯას.


ლეიბორისტული პარტია სოლიდარობას
უცხადებს ტვ ,,პირველის
01.03.2021
ლეიბორისტული პარტია სოლიდარობას უცხადებს ტვ ,,პირველის" ჟურნალისტ ვახო სანაიას.სოლიდარობას ვუცხადებთ ჟურნალისტ ვახო სანაიას ,ვგმობთ მასმედიაზე დაწყებულ ტერორს და მოვითხოვთ დამნაშავე--თავდამსხმელთა უმკაცრესად დასჯას.



ვიდეოები