ახალი ამბები
პედოფილზე არსებულს სასჯელს უნდა დაემატოს ქიმიური კასტრაცია

სასწრაფოდ სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ამ საქმის გამომძიებელი, რომელსაც ამ დრომდე დაკავებული არ ყავს დანაშაულის თანამონაწილე,

დამფარავი ადამიანები - ოჯახის წევრებით დაწყებული, მეზობლებით დამთავრებული და რაც მთავარია სასწრაფოდ უნდა დაიწყოს პოლიციელთა ფართომასშტაბიანი გადამზადება მსგავს ქეისებთან ადექვატური მუშაობისა და პროტოკოლის შესაქმნელად!
დაუყოვნებლივ პედოფილიაში ბრალდებულების მიმართ სამუდამო პატიმრობასთან ერთად, სასჯელს უნდა დაემატოს ქიმიური კასტრაცია - პედოფილები დამნაშავეთა სწორედ ის კატეგორიაა, რომელთა მიმართაც სახელმწიფომ შიშის დანერგვით უნდა იმუშაოს - ყველა პედოფილის შესახებ ინფორმაცია (ფოტო, სახელი და გვარი) უნდა იყოს განთავსებული პედოფილთა ერთიან საჯარო ბაზაში და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის! 
ეს გახშირებული პედოფილიის ფაქტები, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქვეყანაში დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას ბავშვთა ომბუცმენის აპარატო, რომლის პასუხისმგებლობა სახალხო დამცველისაგან განსხვავებით, იქნება მხოლოდ ბავშვთა უფლებები (რასაკვირველია მას უნდა ჰქონდეს მეტად გაზრდილი უფლება-მოვალეობები)!
ამ ტრაგედიის გარშემო უამრავი დამნაშავე არსებობს: მოძალადე, დუმილისთვის გოგონას ოჯახი, საზოგადოება, რომელსაც ჰქონდა ინფორმაცია ბავშვის ორსულობის (მაშასადამე მისი გაუპატიურების) შესახებ და სამართალდამცავები, რომლებმაც მხოლოდ 1 პირი დააკავეს ნაცვლად დანაშაულის დამფარავი ყველა პირისა! თითოული მხარე დასაჭერია, ზოგი ძალადობისთვის, ზოგი დანაშაულის დაფარვისთვის და ზოგიც სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის - გულგრილობისთვის! 
გორში გაუპატიურებული 12 წლის გოგონას ეს შემზარავი ტრაგედია არის კიდევ ერთი ლუსტრაცია, რომ სისტემა (რომელზე პასუხისმგებელიც ხელისუფლებაა) არ მუშაობს - მეტიც, ხშირად თავად არის დამნაშავე!

 

| ბეჭდვა |