ახალი ამბები
ახალგაზრდა ლეიბორისტების მიმართვა უფლებდამცველებს კარვების ქალაქიდან

ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ მინდა დავწერო:


 

როგორც იცით, პარლამენტის წინ უკვე 20-მდე კარავი დგას, სადაც ყოველდღიურად 100-ზე მეტ ადამიანს უწევს ყოფნა და მათ ნაწილს, ღამის გათენებაც. დღეს კარვების ქალაქს შეემატა კიდევ ერთი კარავი ლეიბორისტული პარტიიდანაც და ვაპირებ იქ გადავიდე მთლიანად სამუშაო რეჟიმზე სხვა ადამიანებთან ერთად.

ეს არის ჩვენი პროტესტის გამოხატვის ფორმა! ჩვენ ამის უფლებას გვაძლევს საქართველოს კანონმდებლობა.

პრობლემა არის ის, რომ ადგილზე არ არის არანაირი დენის წყარო. თბილისის მერია გამიზნულად ურთულებს აქციის მონაწილეებს ცხოვრებას და უქმნის დაბრკოლებებს, რათა დანებდნენ და დაიშალონ. ვერ დატენი ვერც ტელეფონს, ვერ გამოიყენებ ვერც ლეპტოპს. ღამით ყინვაში ვერ გათბები ნორმალურად (პანდემიის პერიოდში). ხალხს კარვებში უდგათ ე.წ. "კერასინკები" და ასხამენ ნავთს ან დიზელს, რასაც საშინელი სუნი და კვამლი აქვს. რისკია რომ უბრალოდ გაიგუდო, ან ინტოქსიკაცია დაგემართოს, ან უბრალოდ აალდეს და გადაწვას კარავი. ამის გამო ღამე ვერ ტოვებენ ჩართულს ამ საბჭოთა მოწყობილობებს და უწევთ ყინვაში ძილი.

თბილისის მერია როგორ გულგრილობასაც იჩენს აქციის მონაწილეების მიმართ, ალბათ ფხენიანის მერიაც კი არ მოექცეოდა ასე ჩრდილოეთ კორეელ დემონსტრანტებს (ასეთების არსებობის შემთხვევაში).

ხოდა ერთადერთს ვითხოვ თქვენგან

თბილისის მერია / Tbilisi City Hall

Kakha Kaladze კახა კალაძე

ერთი "შტეპსელი" მოგვიყვანეთ კარვებთან და შემდეგ ჩვენ მივხედავთ ჩვენს თავს. ამაში მაინც გამოიჩინეთ ჰუმანურობა...

ვთხოვ დახმარებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიის განვითარებაზე საქართველოში. იქნებ თქვენ მაინც მიიტანოთ ეს ამბავი შესაბამის ადამიანებთან და მოგისმინონ.

მიხეილ ქუმსიშვილი.ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი

| ბეჭდვა |