ახალი ამბები
სახელმწიფომ შეწყვიტოს მოზარდთა ფსიქიკის დამახინჯება

ბოლო დროინდელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ

საქართველოს დღის წესრიგში მწვავედ დგას სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების გახშირებულ შემთხვევათა პრობლემა.

 

ხშირ შემთხვევაში, არათუ მსხვერპლი, არამედ მშობლები და გარშემომყოფებიც (ზრდასრული ადამიანები) ვერ იაზრებენ პრობლემის სიმწვავეს და მომხდარში დაზარალებულს ადანაშაულებენ.

ვფიქრობ, პრობლემა სისტემურია და პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია განათლება, რომელსაც ამ ეტაპზე სახელმწიფო არ უზრუნველყოფს. საზოგადოების ინფორმირება ერთგვარი ხიდია პრობლემის აღმოფხვრისკენ მიმართულ გზაზე.

გამოძიების პირველი შეცდომა დანაშაულის არასწორი კლასიფიკაციაა. საქმე უნდა აღიძრას გაუპატიურების მუხლით და არა 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის დამყარების მუხლით.

ჩემი აზრით, არ შეიძლება 13 წლის არასრულწლოვნის მიერ სექსუალურ აქტზე თანხმობა ჩაითვალოს ლეგიტიმურად. არასრულწლოვანთა თანხმობა  ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგია, მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს პედოფილიასთან.

მიმაჩნია, რომ დამნაშავეს არ აქვს მოსალოდნელი საფრთხის შიში. დაუსჯელობის სინდრომს ფატალურ შედეგებამდე მივყავართ, რასაც ჩვენი ქვეყნის ბოლოდროინდელი პრაქტიკაც ადასტურებს. უნდა გამკაცრდეს სასჯელი და რადიკალური ზომები გამოიყენოს სახელმწიფომ პედოფილიის წინააღმდეგ, რათა დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და მათი მომავალი.

ხელი უნდა შევუშალოთ მოზარდთა ფსიქიკის დამახინჯებას! - ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი | რუსუდან ინალიშვილი.

| ბეჭდვა |