ახალი ამბები
ქვეყანას მართავს მაფიოზურ-ტერორისტული ოჯახი, რომელმაც სახელმწიფო მიიტაცა

შალვა ნათელაშვილი:


 

- თავზარდამცემი ჩანაწერების შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწუნდით, რომ ქვეყანას მართავს მაფიოზურ- ტერორისტული ოჯახი, რომელმაც სრულად მიიტაცა სახელმწიფო.

რა არ გამოვიარეთ: დარბევები, დაპატიმრებები, მაჩალიკაშვილის საწოლში ჩაცხრილვა, 20 ივნისს ახალგაზრდებითვის თვალების დათხრა, მაგრამ ამგვარი რამ _  სკოლის მოსწავლეებზე ტერორი უმაღლესი ხელმისუფლების წევრების მხრიდან, ქართული კი არა, მსოფლიო რეპრესიების ისტორიას არ ახსოვს.

ჩვენ  არ გვაქვს გარანტია, რომ ბავშვს გავუშვებთ სკოლაში  და ცოცხალი და უვნებელი დაგვიბრუნდება. ამ ხელისუფლების მმართველობის  ყოველი წუთი არის უდიდესი საფრთხე ყველა ოჯახისთვის. ამიტომ

ველოდები ღარიბაშვილისგან,  ჩუბინიძისგან  და ყველასგან  განცხადებას გადადგომაზე. ტექნიკური, არაპარტიული პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული დროებით მთავრობის შექმნას და  ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

| ბეჭდვა |