ახალი ამბები
ევროპელ შუამავალთან საიას პოზიციამ შალვა ნათელაშვილი აღაშფოთა
..

საიას წარმომადგენლის  ვახუშტი მენაბდის ნათქვამს , რომ  კრისტიან დანელსონთან შეხვედრაზე მან  ისაუბრა  თანამდებობებზე ოპოზიციის  დანიშვნაზე, საარჩევნო სისტემაზე და არ უსაუბრია ვადამდელ არჩევნებზე, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა:

- ვადამდელ  არჩევნებს საქართველოში უკვე მთელი მსოფლიო იხილავს და ეს ამ პრობლემაზე ჩამოსულ  ევროპელ შუამავალს ოპოზიციონერთა თანამდებობებზე დანიშვნებს უთანხმებს. სად ნახულობენ  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ყველა ჯურის დამანგრევლებს, ჩვენი ამერიკელი მეგობრები,  ეს ოცდაათი წელია,  ვერაფრით ვიგებ. ან რაღა დროს ამათი ახალგაზრდობაა ლამის პორტ-არტურის ბრძოლებში მონაწილეობდნენ.

| ბეჭდვა |