ახალი ამბები
კიდევ მრავლად იხილავთ ივანიშვილის ტრიუკებს
..

ძვირფასო მეგობრებო, ამომრჩევლებო!-მიმდინარე პროცესებს მივყავართ იქამდე, რომ ამ ხელისუფლების გადამკიდე თუ მივაღწევთ ცოცხლები არჩევნებამდე (ვადამდელი იქნება ეს თუ ადგილობრივი თვითმმართველობის)-ძალიან უნდა გაგვიადვილდეს თეთრისა და შავის გარჩევა და მართლაც ისტორიული არჩევანის გაკეთება! ხოლო ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომლებიც გულწრფელად არიან გახარებული არსებული შედეგით, მალე ნახავენ თუ როგორ "აყვავდება" დემოკრატია საქართველოში, შეწყდება პოლიტიკოსთა დევნა, გასწორდება სიმახინჯეები ქართულ სასამართლოსა და საარჩევნო ადმინისტრაციებში. კიდევ მრავლად იხილავთ ივანიშვილის ახალ-ახალ ტრიუკებს!

 

ტარიელ კალანდარიშვილი ლეიბორისტული პარტიის პოლიტკომიტეტის წევრი

| ბეჭდვა |