ახალი ამბები
დაიდოს ,,გირჩების" ნარკოცნობა, რომელიც პარლამენტში წარადგინეს
..

დაიდოს ,,გირჩების" (ორივეს)  ნარკოცნობა, რომელიც პარლამენტში წარადგინეს, სადაც წერია, რომ მათი შარდის ანალიზში  ნარკომოხმარების კვალი არაა.

მახსოვს, რომელიღაც არჩევნებში ორი პოლიტიკოსი სამი დღე დარბოდნენ შარდის ჭიქით ხელში და უკან მთელი მედია დასდევდათ. ორი კვირის შემდეგ მაინც მოაკვარახჭინეს საქმე. მაგრამ ,,გირჩები" როგორ მოაკვარახჭინებენ, როცა არათუ აღიარებენ ნარკოტიკების (მარიხუანას) მოხმარებას, არამედ მის ლეგალიზაციას მოითხოვენ და ამ იდეოლოგიით მიიღეს ხმები.

პ.ს. სარჩევნო კოდექსის 203-ე პრიმა მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრებად არჩეული პირები ვალდებული არიან კენჭისყრიდან 7 დღის ვადაში გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება და იმავე ვადაში შესაბამისი ცნობები ცესკოს წარუდგინონ.

 

ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივსნი ნინო მეტრეველი

| ბეჭდვა |