ახალი ამბები
რუსული კუდი გაისწორეთ ბატონო ზაზა! გიჩანთ!
..

დღეს,  ერთ-ერთ სატელევიზიო  ეთერში ცა მოწმენდილზე,  ნაცმოს ყოფილმა ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა  შალვა ნათელაშვილი ირიბად, მაგრამ მოხერხებულად  რუსული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

ყველა, ყველა და რუსული ინტერესების გატარებაში რომ ის კაცი გადანაშაულებს ვინც სულ რაღაც ხუთი  წლის წინ რუსი მილიარდელის   კომპანიის ინტერესებს წარმოადგენდა საქართველოში, ცოტა უხერხულია. მით უმეტეს, თუ ეს კომპანია ,,სისტემა ჰოლდინგია“ რომელიც რუს მილიარდელს ვლადიმერ ევტუშენკოს ეკუთვნის, ვის უკანაც ,,ფეესბე“ დგას და  კომპანიის ვიცეპრეზიდენტი  არც მეტი, არც ნაკლები ბიძინა ივანიშვილის ახლობელი ბიზნესმენი  დავით ხიდაშელია.  არ მოგესმათ, დიახ, ის ხიდაშელი, ერთი წლის წინ ოლიგარქ ივანიშვილის თხოვნით და დავალებით მოსკოვიდან დავით გარეჯის ვითომ უცნობი  რუკა რომ მოიძია და ჩამოიტანა, რის საფუძველზეც ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს ბრალი წაუყენეს და  დააკავეს.

დავაზუსტოთ: ზაზა ბიბილაშვილი 2016 წელს ფეესბესთან დაკავშირებული„სისტემა ჰოლდინგი“ ერთ-ერთ ბანკს ემსახურებოდა,  ანუ, ევტუშენკოს ბანკის ინტერესებს წარმოადგენდა.

და კიდევ ერთი.  2020 წლის საპარალმენტო არჩევნებით  რუსული სპეცსამსახურები საქართველოში პრორუსული ძალის შექმნას რომ აპირებდნენ,  ბატონ ვასაძის თაოსნობით, იმ საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას სწორედ ბატონი ევტუშენკოს ჰქონდა კრემლიდან დავალებული.

ისე რომ ჭორების გავრცელებას საკუთარი რუსული კუდი და რუბლის მიხედვა ჯობია, ბატონო ზაზა!

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
25.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
25.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86