ახალი ამბები
ლეიბორისტების ბრძოლით ქუთაისში სტუდენტებს მგზავრობის საფასური გაუნახევრდათ

 

ტარიფი განახევრებულია! ქუთაისში ჩვენი ბრძოლის შედეგად სტუდენტებისათვის მუნიციპალურ ტრანსპორტზე 50% შეღავათი დაწესდა!

2019 წლის ოქტომბერში, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დავიწყეთ კამპანია ,,50% შეღავათი მუნიციპალურ ტრანსპორტზე სტუდენტებისათვის". შევხდით სტუდენტებს, გავაცანით ინიციატივა, შევაგროვეთ ხელმოწერები და ინიციატივა წარვადგინეთ ადგილობრივ თვითმმართველობაში. პერიოდულად ვმართავდით აქციებს, ვხდებოდით საპტრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებს და მოვითხოვდით აღნიშნული ინიციატივის დაკმაყოფილებას.მიუხედავად განსხვავებული ხედვებისა, გარკვეული წინააღმდეგობებისა და სტუდენტების ნაწილის სკეპტიციზმისა რომ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, არასოდეს დაგვიხევია უკან ჩვენს მოთხოვნებში და საბოლოოდ ადგილობრივმა საკრებულომ საკითხი დადებითად გადაწყვიტა
დიდ მადლობას ვუხდით ყველა ახალგაზრდას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩვენს წარმოებულ კამპანიაში და ვინც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას!

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ვიდეოები