ახალი ამბები
ძვირფასო ტელევიზიებო, იქნებ გახსნათ ჩაკეტილი წრე
.. მოკლედ, დღეს ვიყავით მე და ჩემი მეგობრები დაბარებული სასამართლოში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ეტყობა ვერ გადახარშეს ტიკარაძის გამოსახულებიანი ტორტი რომ ავუფეთქეთ ჯანდაცვის სამინისტროს შესასვლელთან (კომენდანტის საათს ვაპროტესტებდით ამ ფორმით). ხოდა სავსე იყო სასამართლოს ეზო ტელევიზიებით, თუკი საქართველოში რამე მაუწყებლობა არსებობს ყველა იქ იყო (მელიას საქმეც დღეს დაემთხვა და მაგიტომ). ჩაგვწერა კიდეც რამდენიმემ (ზოგმა ეგეც არ ქნა), მაგრამ რად გინდა, არც ერთმა გაგვაშუქა. 1 წუთიანი მოკლე სიუჟეტიც ვერ გაიმეტეს ჩვენთვის, იმ ადამინებისთვის რომლებიც გულწრფელად და უანგაროდ იბრძვიან უსამართლო სისტემის წინააღმდეგ და სანაცვლოდ ღებულობენ მხოლოდ პოლოტიკურ დევნას. და ეს პირველი შემთხვევა არ არის. სანამ სასამართლოში დაგვიბარებდნენ, რამდენიმე დღის წინ დიდუბის პოლიციის განყოფილებაშიც მიგვაბრძანეს. ვთხოვეთ მედიას რომ მოსულიყო იქაც და გაეშუქებინა ეს ამბავი, მაგრამ უშედეგოდ. ხოდა ცოტა არ იყოს უსამართლობის განცდა მეუფლება. როდესაც სხვა აქტივისტებს სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს (ჩემი დიდი პატივისცემა ამ ადამიანებს), მთელი ქვეყანა შეყარა რამდენიმე ტელევიზიამ (სამართლიანად). მაგრამ ჩემზე და ჩემს მეგობრებზე აღძრული საქმე, რომელიც შესაძლოა ციხით დასრულდეს, 1 წუთიანი სიუჟეტის ღირსიც არ არის (აღარაფერს ვამბობ მეტზე). ხოდა ძვირფასო ტელევიზიებო, იქნებ გახსნათ ეს ჩაკეტილი წრე და ჩვენს მიმართ პოლიტიკური დევნა ყურადღების მიღმა აღარ დატოვოთ. ჩვენ ყოველთვის ვიდექით თქვენთან, როცა ხელისუფლება გავიწროებდათ და გდევნიდათ. თქვენი მხარდაჭერაც გვჭირდება ხანდახან... დიდი მადლობა!

ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი
| ბეჭდვა |