ახალი ამბები
ღარიბაშვილის ვიზიტი ბაქოში დავით გარეჯის მონასტერს უკავშირდება
.. საკუთარი მამულით მოვაჭრე დაინტერესებულმა წრეებმა, უპირველესად ხელისუფლებიდან და არა მარტო, ისარგებლეს შიდა პოლიტიკური კრიზისით და კვლავ გააგრძელეს ვაჭრობის პროცესები რათა მიტაცებული გარეჯის ტერიტორია დაუკანონონ ოკუპანტ ილჰამ ალიევს. აღნიშნულის კიდევ ერთი დასტურია პრემიერ ღარიბაშვილის უთავმოყვარეო ვიზიტი ალიევის გამოძახებით, ბაქოში. ყველამ გაიგოს, ამ პრობლემის მოგვარება უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გასვლას აღდგომის ტაძრის, ჩიჩხიტურის და ყველა იმ მიტაცებული მონაკვეთიდან, რაც მათ ჩაიდინეს სტატუს- ქვოს დარღვევამდე. ნურავინ იფიქრებს შიგნით თუ გარეთ, რომ ამ ვერაგობას ვინმეს შევარჩენთ.


შალვა ნათელაშვილი
| ბეჭდვა |