ახალი ამბები
ლეიბორისტები გერმანისგან ომში მიყენებული ზიანის კომპენსაციას მოითხოვენ
.. ლეიბორისტები იწყებენ კანონპროექტის ინიცირებას, რომლის მიხედვითაც ნაცისტური გერმანია მეორე სამამულო ომში საქართველოსთვის მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციას გადაიხდის. ამის შესახებ განცხადება ნაციზმზე გამარჯვების დღეს, პარტიის ლიდერმა გააკეთა. შალვა ნათელაშვილი: _ მეორე მსოფლიო ომში გერმანიის ნაციზმისგან გათავისუფლებისთვის საქართველომ, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ამ ფონზე, ჩვენ მივიღეთ გერმანიაში კარტოფილის სათხრელად მუშაობა და იქიდან სამარცხვინო დეპორტი, მაშინ, როცა გერმანიის მთავრობა დღემდე აგრძელებს დაზარალებულებზე მილიარდიანი კომპენსაციების გადახდას. სულ ახლახანს, საბერძნეთმა 289 მილიარდი მოსთხოვა გერმანიის ხელისუფლებას. აღარაა ლაპარაკი ისრაელზე, საფრანგეთზე, ნორვეგიაზე, დანიაზე, ყაზახეთზე, ბელორუსზე. ჩვენს გარდა კომპენსაცია ყველას მისცეს. ლეიბორისტული პარტია ამზადებს კანონპროექტს, რომლის თანახმად, გერმანიიდან ვითხოვთ 5 მილიარდიან კომპენსაციას, რომელიც გადანაწილდება ომში დაღუპულთა შთამომავლებზე, მონაწილეთა ოჯახის წევრებსა და მემკვიდრეებზე, საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფ პირებზე, ანუ ყველა დაზარალებულ სუბიექტზე. ამ კანონს აუცილებლად გავიტანთ და აუცილებლად მივიღებთ იმ მინიმუმს მაინც, რაც ჩვენს ხალხს ეკუთვნის.
| ბეჭდვა |