ახალი ამბები
ლეიბორისტები ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობენ
.. ოლიგარქიული სისტემა მედიაზე შეტევით და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლით ცდილობს საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების დაფარვას. სწორედ ამითაა განპირობებული ბოლო პერიოდში, ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმები. სიტყვის თავისუფლება ჩვენი ხალხის დიდი ბრძოლის მონაპოვარია და მისი ხელყოფის უფლება არავის აქვს. დემოკრატიულ სახელმწიფოში, საითაც მივისწრაფვით, ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ სრული თავისუფლება, რათა უსაფრთხოდ შეძლონ თავიაანთი მოვალეობის შესრულება. სხვანაირად, საზოგადოება ვერ იქნება ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ხალხისთვის ანგარიშვალდებული პირების ქმედებებზე, ვინც ხალხის კი არა, საკუთარი ინტერესების გატარებითაა დაკავებული. მოვუწოდებთ ყველას, პირველ რიგში ხელისუფლებას, კარგად გაიაზრონ მედიის როლი და არ წაახალისონ ჟურნალიატების მიმართ ძალადობა.

საქართველოს ლეიბორისტული პარტია
FaceBook Twitter Google