..
შალვა ნათელაშვილი პარლამენტში ჯერ
არშესულ ოპოზიციას მოუწოდებს არშევიდნენ პარლამენტში, ხოლო შესულებს _
მანდატების დატოვებისკენ და კვლავ ერთად ბრძოლისკენ. შალვა
ნათელაშვილი: _ განვლილი ერთი წელი იყო ჟამი დიდი გაერთიანების,
რომელიც ჩვენი ეგიდით ამ დარბაზში ხდებოდა. ქართული ოპოზიციის
ისტორიას ასეთი ერთსულოვნება, რამაც უდიდესი შედეგი მოიტანა არ ახსოვს
და წინ უფრო გრანდიოზული გველოდებოდა. ხელისუფლება, რუსი ოლიგარქი
მიმწყვდეული იყო კუთხეში და რამდენიმე თვეში რეალობა იყო ახალი
საპარლამენტო დემოკრატიული არჩევნები, მრავალპარტიული კოალიციური
მთავრობა, ამ სიბნელის ისტორიის სანაგვეზე ჩაბარება და
საქართველოსთვის დიდი პერსპექტივის გახსნა. ეს ყველაფერი დღეისთვის
შეფერხებულია იმის გამო, რომ გარკვეულმა მცირე ოპოზიციურმა ჯგუფებმა
გადაწყვიტეს პარლამენტში შესვლა. მინდა მეგობრულად, მთელი გულით
მოვუწოდო ოპოზიციურ სპექტრა: ძვირფასო მეგობრებო! დადგა ჟამი, როცა,
როგორც მერაბ კოსტავა იტყოდა, უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო
გვიყვარს ჩვენს თავში და არა ჩვენი თავი საქართველოში. ამიტომ ვინც არ
შევედით პარლამენტში, გავაგრძელოთ ეს პოზიცია და ფეხი არ შევდგათ,
ხოლო ვისაც შეეპარა ფეხი, დაიყონებლივ დატოვოს ის ბოროტების სასახლე,
დაგვიბრუნდეს, შემოგვიერთდეს და შემოდგომაზე ივანიშვილის ნაკვალევიც
აღარ იქნება პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენ ამიტომ მოგვეცა შანსი
გადავარჩინოთ საქართველო ხმლის, ომის, რევოლუციის გარეშე;
გადავარჩინოთ საქართველოს ზნეობა მოუსყიდველობით, პატრიოტიზმით,
ხალხის სიყვარულით. ამ შანსს სჭირდება გამოყენება, როგორც სხვა
ისტორიულ-კრიტიკულ სიტუაციებში იყენებდნენ ჩვენი დიდი წინაპრები.
ხალხი მეტს ვეღარ გაუძლებს, ქვეყანას ვერ შევინარჩუნებთ, თუ ეს რეჟიმი
დარჩება და მას ბურჯად და სვეტად ოპოზიცია შეუდგება. მომავალი თაობა
ამას არ გვაპატიებს. ეშმაკმა წაიღოს ყველა ჩინ-მენდალი, ყველა
მანდატი, ყველა სტატუსი, თუ საქართველო არ იქნება კარგად და
საქართველო მაშინ იქნება კარგად, თუ მივაფურთხებთ ივანიშვილის ამ
ყალბად არჩეულ პარლამენტს, ჩავატარებთ ისეთ არჩევნებს, სადავ მოვა
ხალხისგან მართული, ხალხის ნების შემსრულებელი პოლიტელიტა. ეს არის
ჩვენი ქვეყნის გადარჩენაც და დემოკრატიის უმთავრესი პრინციპიც, რის
დასამკვიდრებლად კაცობრიობამ ამდენი მსხვერპლი გაიღო. ვფიქრობ, ჩვენ,
ოპოზიციას კიდევ გვაქვს დრო ვიფიქროთ, მივაფურთხოთ ეშმაჯს, დავჯდეთ
ისევ ერთად და გავაგრძელოთ ჩვენი ბრძოლა, რომელიც ჩამოშლის ამ
ბაბილონის გოდოლს - ივანიშვილის რეჟიმს.