ბოლო პროცესების მოკლე მიმოხილვა და ჩემი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით:
2020 წლის 1 ნოემბრიდან ოპოზიცია ერთხმად ამბობდა რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მოხდა ძალაუფლების მიტაცება
ასევე ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ახლად შემდგარ პარლამენტს გამოუცხადებდნენ ბოიკოტს და არ გაუპრავებდნენ ბიძინა ივანიშვილს იმ სპეცოპერაციას, რაც 31 ოქტომბერს ჩაატარა
დაწერეს განცხადებები დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებაზე, ჩახსნეს საპარლამენტო სიები და ფაქტობრივად ყველა გზა მოიჭერს ე.წ. პარლამენტში შესასვლელად
დაიწყეს აქტიური საპროტესტო კამპანიის წარმოება, რამდენიმე მასშტაბური შეკრებაც მოახერხეს, დააანონსეს რეგიონებში გასვლა და 15 მაისს გრანდიოზული აქციის გამართვა... რუსთაველის გამზირზე გაიშალა კარვების ქალაქი და პროტესტმა მიიღო პერმანენტული ხასიათი
რაც მთავარია, ხალხის უდიდეს ნაწილს შეუქმნეს სამართლიანი განცდა რომ არჩევნები გაყალბდა, რომ ოპოზიციური პარტიები შედიოდნენ უკომპრომისო ბრძოლაში, სადაც ივანიშვილს აუცილებლად დავამთავრებდით და დავნიშნავდით ახალ საპარალმენტო არჩევნებს, ავირჩევდით მრავალპარტიულ-კოალიციურ ხელისუფლებას და დავძრავდით ქვეყნის განვითარების პროცესს წინ. ხალხმაც დაუჯერა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
სანაცვლოდ:
ეტაპობრივად, ოპოზიციური საერთო ფლანგიდან დაიწყო რიგი პარტიების მიერ, საკუთარი სიტყვების საწინააღმდეგო მოქმედებები. ნაწილი მალევე შევარდა იმ პარლამენტში, რომელსაც გაყალბებულს უწოდებდა, ხოლო მეორე ნაწილს ერთი სული ჰქონდა ამას როდის იზამდა - და ეს დღეც დადგა. დღეის მდგომარეობით პარლამენტში შევიდნენ: ელისაშვილი, პატრიოტთა ალიანსი, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი (ორივე დანაყოფი) და რამდენიმე ცალკე აღებული პირი ნაციონალური მოძრაობიდან და ევროპული საქართველოდან. ახლა მიდის ნაცებში მსჯელობა თუ როგორ უნდა მოიქცნენ და მე რასაც ვატყობ, დიდი ალბათობით მგონია რომ ეგენიც შევლენ.
ჩვენ არ შევალთ!
მართალია შესაძლოა მარტოც დავრჩეთ გარეთ, მაგრამ სჯობს მართალი იყო
შენს სინდისთან და იცოდე რომ სიმართლის მხარეს დგახარ, ვიდრე ქვეყნის
გამრუდების პროცესში შენც მიიღო მონაწილეობა. აღმოჩნდა რომ, ქართულ
პოლიტიკურ სივრცეში, სუბიექტთა აბსოლუტური უმრავლესობა არც საკუთარ
სიტყვას ანიჭებს ფასს, არც ამომრჩევლისთვის ნათქვამ დაპირებას და არც
იმ მიზანს, რისთვისაც იბრძოდა. ჩვენ არ მოვატყუეთ არავინ და
გავაგრძელებთ იმას, რასაც ჩვენგან მოელიან - ბრძოლას! არანაირი
განსხვავება არ აქვს, საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთდება განცხადება
თუ პარტიული ოფისიდან. ჩვენ ვიმუშავებთ აქტიურად და დავიტოვებთ
ამბიციებს, მოვიპოვოთ მეტი ადამიანის მხარდაჭერა! ჩვენ არ მოგვერიდება
ჩვენი ამომრჩევლისთვის თვალებში ჩახედვის. ამაზე იდარდონ მათ,
ვისთვისაც პრინციპულობა უცხო ხილი აღმოჩნდა
მიხეილ ქუმსიშვილი ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი