ახალი ამბები
ჩვენ ვართ იქ, სადაც სამართლიანობა და საზოგადოების ნებაა!
ბოლო პერიოდში თავს ვიკავებდი პოლიტიკური შეფასებებისგან, თუმცა მინდა შემოგთავაზოთ ჩემეული ხედვა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
პირველი. დავიწყებ იმით, რომ ქართულმა ოპოზიციამ გამოიჩინა უპრინციპობა, წინდაუხედაობა და ექვსთვიანი ბრძოლა წყალში ჩაყარა. შეძლება მათთვის ეს ექვსთვიანი ბრძოლა უბრალოდ დღეები იყო, რადგან მათ საკუთარ თავზე არ გამოუცდიათ კარავში ძილი სიცივეში, ყინვაში, ქარში! მათ საკუთარ თავზე არ გამოუცდიათ ყოველდღიური დაკავებები, ჯარიმები, ანგარიშის დაყადაღებები. ჩვენ, ახალგაზრდებმა და ხალხმა ყველაფერი დავდეთ, რისკის ქვეშ დავაყენეთ ჩვენი ცხოვრება, რათა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი გვენახა. თქვენ ამომრჩეველმა ხმა მოგცათ იმიტომ, რომ თქვენი პარლამენტში შესვლა სურთ, თუმცა არა ისეთ პარლამენტში, როგორიც ახლაა. ალეკო ელისაშვილი ჩემთვის ყველაზე უპრინციპო და უღირსი ადამიანია, თუმცა მან გაჯობათ _ თავიდანვე შევიდა პარლამენტში.. დიახ პარლამენტში, რომელიც არ ასახავს ამომრჩეველთა ნებას. თქვენ რომელიმეს, რომ გკითხოთ გაყალბდა, თუ არა არჩევნები, რას მიპასუხებთ დიახ _ ხო ?! ამას მაინც ვერ წაიღებთ უკან, იმიტომ რომ ხშირად საუბრობდით ამაზე. თუ გაყალბდა, რატომ ხართ გაყალბებულ პარლამენტში?! როდესაც ლეიბორისტულმა პარტიამ ფართო კონსესუსის შემდეგ, გადაწყვიტა ბოიკოტის გაგრძელება და პარლამენტში არშესვლა ვიფიქრე, რომ თუ პარლამენტში ყველა შევა ჩვენს გარეთ დარჩენას აზრი არ აქვს-თქო. ეს იყო ჩემი პირველი შეხედულება, თუმცა მერე მივხდი, რომ ეს არასწორია! და რომ ნამდვილად ისტორიის სწორ მხარეს ვართ. ყველა პარტიამ უღალატა თავის ამომრჩეველს, ლეიბორისტული პარტიის გარდა. ვფიქრობდი, რომ ეს შეიძლება ძვირი დასჯდომოდა პარტიას პოლიტიკურად, თუმცა როდესაც ვხედავ საზოგადოების განწყობას ვხდები, რომ ვცდებოდი. ამომრჩეველი ჭკვიანია და იცის უკვე, ვინ იყიდება და ვინ არის პრიციპულობის და სიმართლის მხარეს. გამრჯვება ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ცრუ ოპოზიციამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა. ახლა იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი და ჩვენ ვართ იქ, სადაც სამართლიანობა და საზოგადოების ნებაა! მე მჯერა, რომ სამართლიანობა მალე იზეიმებს!

ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრი გოგა ფოლადაშვილი
FaceBook Twitter Google