ახალი ამბები
პარლამენტში თქვენი ,,თუხთუხი" ააგუგუნებს დემოკრატიულ სამყაროს?!
.. ,,სიტყვას თუ არ ასრულებ, არც პოლიტიკაში ვარგიხარ და არც კაცობაში" _ გიორგი გუგავა. ,,რეაქცია." ედავნენ... უკმაყოფილოები... შეურაცყოფილები....ეგ როგორო... რატომო...  მიდით, გააგრძელეთ! მალე იმასაც იტყვით, ოპოზიციაში განხეთქილება შემოაქვთ ლეიბორისტებსო. მერე რა, რომ ვთქვით, დავიფიცეთ, დავიგინეთ ამ გაყალბებულ პარლამენტში არ შევალთ, დემოკრატიის გამო შევცვივდით და ახლა კიდეც ,,გავაპრავებთ" ჩვენს სულწაწყმედილობასო... არ ,,გაპრავდება" ეს პრანჭვა-გრეხით და დაბოხებული ხმით მოძღვრებით, გოგოებო და ბიჭებო: პარლამენტში უკეთ ვიბრძოლებთ, საარჩევნო კომისიებში წევრები გვეყოლება, ადგილობრივ არჩევნებში 57 %- ს ავიღებთ და ახალ საპარლამენტო არჩევენებს დავანიშნინებთო. აქამდე პარლამენტში არ იყო სამი ოპოზიციური პარტია? საარჩევნო კომისიებში სამივეს არ ჰყავდა წევრები? მერე რა? არ წაგატეხინათ ცხვირები?! კომისიის წევრები რომ ვერ შველის სუსს, ძველ ბიჭობას, სპირტსმენებს, კარუსელებს, მოსყიდვას, ვითომ არ იცით, არა?! თუ მაინცდამაინც გაქოცებულ ელისაშვილების, მდიდარ ხაზარაძეები და ვანო ჩხარტიშვილის ხელდასმულების ,,თუხთუხი" ააგუგუნებს მსოფლიოს და მათი კომისიის წევრები ჩაიდენენ სასწაულს?!  57 %-იც ცოტა ჰო არ გეზედმეტებათ?!  მანამდე არაფერი ეტკინოს ჩვენს ხალხს! მართლა ფეხზე იდგა ჩვენი მეგობარი დემოკრატიული სამყარო და ივანიშვილის ხელისუფლება კუთხეში იყო მიყენებული, იყო რეალური შანსი ცვლილებების და ვერ მოითმინეთ, ეშმაკმა გადაგძალათ და ახლა ისხედით მაგ სანატრელ სავარძლებში ბედნიერად, ნუღარ გვაწუხებთ მაინც! თქვენს უსუსურ ბოლში გაეხვა ქვეყანა!

ნინო მეტრეველი. ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი
| ბეჭდვა |