ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი სასამართლო განხილვის დაწყება ნიშნავს იმას, რომ დასავლეთის გარკვეული მოსყიდული წრეებისგან მხარდაჭერილი და გათამამებული პუტინოიდი ოლიგარქი იწყებს დაუსჯელი რეპრესიების ახალ ტალღას, რაშიც ისევ და ისევ ჩვენგან მოპარული მილიარდებით უცხოეთში მოსყიდული პოლიტ-ელიტარული ჯგუფების თანადგომის იმედითაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, წერტილოვანი მიზანია დააყენონ გამამტყუნებელი განაჩენი ნიკა მელიას წინააღმდეგ, 20 ივნისის საქმეზე, ხოლო ასეთი ვერდიქტით მსჯავრდებულს ავტომატურად უწყდება პარლამენტის დეპუტატობაც. აი რა იცის მოღალატეობრივ დოკუმენტებზე ხელმოწერამ." - შალვა ნათელაშვილი