ახალი ამბები
ყველაზე "ურწმუნო თომებიც" დაიჯერებენ, რომ ..
.. შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე, პოლიტიკური შეფასება მისცა ოპოზიციური სპექტრის პარლამენტში შესვლას: ,,ახლა, როცა ოპოზიციური დოღია პარლამენტში შესვლაზე, ვფიქრობ, ყველაზე ურწმუნო თომებიც კი დაიჯერებენ, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომლისთვისაც ყველაზე დიდი ღირებულება ქვეყანა და ხალხია, რომელიც არ დაემორჩილება არავის თქვენი ინტერესების საღალატოდ, რომლისთვისაც ყველაზე დიდი მანდატი თქვენი სიყვარულია, ლეიბორისტული პარტიაა და სამწუხაროდ, ძირითადი პოლიტიკური სპექტრი წარმოადგენს ოლიგარქიული ხის სხვადასხვა ტოტებს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა სინანული გამოთქვა ოპოზიციური ერთობის ჩაშლაზე, მათ შორის ნაცმოძრაობის პარლამენტში შესვლაზე: ,,წარმატებით და აღმავლობით დაწყებული პროცესი ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისა აქ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში, შეწყვიტა გარკვეულ ოპოზიციურ ძალთა მიერ სეპარატისტულ-მოღალატეიბრივად ხელმოწერილმა ე.წ. მიშელის დოკუმენტმა. სამწუხაროდ, გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილებ პარლამენტში შესვლაზე, რაც ნამდვილად კარგი არაა და მათ მრავალრიცხოვან მხარდამჭერებთან ერთად უაღრესად განვიცდი შექმნილ მდგომარეობას, მაგრამ გული არ გაიტეხოთ! ბრძოლა გაგრძელდება და ივანიშვილი აუცილებლად დამთავრდება! შალვა ნათელაშვილის თქმით, ლეიბორისტები მიმართვას უგზავნიან ტრამპის ადმინისტრაციას იმის გასარკვევად, ,, თუ რატომ გაიყიდა საქართველო რუსი ოლიგარქის, პუტინის სატელიტ ივანიშვილის ინტერესებზე, მის გადასარჩენად, რითაც საფრთხე შეექმნა არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, არამედ ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში." ,,ეს საქმე გამოსაძიებელია და დამნაშავეები დასასჯელი" _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
| ბეჭდვა |