ახალი ამბები
6/02/2021
..
"გუშინ სტამბოლში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერმინისტრმა გვირგვინის შეამკო ქემალ ათათურქის მავზოლეუმი. ეს ის ათათურქია, რომელმაც 1921 წელს საბჭოთა ლიდერ ვლადიმერ ლენინთან ერთად დაიპყრო და გაიყო საქართველო, რასაც შედეგად მოყვა ტაო-კლარჯეთის, ე.წ. ბათუმის ოლქის ჩამოცილება დედა-სამშობლოსგან, იქ არსებულ ქართული კულტურის ძეგლთა სრული განადგურება, მილიონობით ქართველისათვის ქართული ენის გამოყენებაზე საკანონმდებლო აკრძალვა, ასიმილაცია, გენოციდი, მათი გათურქება და ფაქტიურად იმ დიდი საქართველოს დაკარგვა სადაც დაირწა ჩვენი ცივილზაციის აკვანი. ამიტომ იქ მისვლა და გვირგვინით შემკობა იგივეა ჩახვიდე მოსკოვში, გვირგვინით შეამკო ლენინის მავზოლეუმი, მერე ჩამოაიარ ისპაჰანში და პატივი მოაგო შაჰ აბასის ხსოვნას. ერი, რომელიც კარგავს ისტორიულ მეხსიერებას, დგება გადაშენების გზაზე"
| ბეჭდვა |