ახალი ამბები
როგორც ქართველს არ შემეძლო ეს არ მეთქვა
.. შალვა ნათელაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თურქეთში ვიზიტისას თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმთან გვირგვინის მიტანას გამოეხმაურა. შალვა ნათელაშვილი: _ როგორც იხილეთ, გუშინ სტამბოლში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერმინისტრმა გვირგვინის შეამკო ქემალ ათათურქის მავზოლეუმი. ეს ის ათათურქია, რომელმაც 1921 წელს საბჭოთა ლიდერ ვლადიმერ ლენინთან ერთად დაიპყრო და გაიყო საქართველო, რასაც შედეგად მოყვა ტაო-კლარჯეთის, ე.წ. ბათუმის ოლქის ჩამოცილება დედა-სამშობლოსგან, იქ არსებულ ქართული კულტურის ძეგლთა სრული განადგურება, მილიონობით ქართველისათვის ქართული ენის გამოყენებაზე საკანონმდებლო აკრძალვა, ასიმილაცია, გენოციდი, მათი გათურქება და ფაქტიურად იმ დიდი საქართველოს დაკარგვა სადაც დაირწა ჩვენი ცივილზაციის აკვანი. ამიტომ იქ მისვლა და გვირგვინით შემკობა იგივეა ჩახვიდე მოსკოვში, გვირგვინით შეამკო ლენინის მავზოლეუმი, მერე ჩამოაიარ ისპაჰანში და პატივი მოაგო შაჰ აბასის ხსოვნას. ერი, რომელიც კარგავს ისტორიულ მეხსიერებას, დგება გადაშენების გზაზე და დროა ეს ჩვენმა სახელისუფლები ელიტამ კარგად გააცანობიეროს. ქართველი ერი არ გადაშენდება, მაგრამ მათ აუცილებლად გადავაშენებთ პოლიტიკიდან. ეს ის ათათურქია, რომელსაც ჰიტლერი უწოდებდა თავის მასწავლებელს და თავს მის შეგირდად მიიჩნევდა. ეს ისტორიული ფაქტებია. როგორ წარმოგიდგენიათ რომელიმე ევროპის ლიდერი მივიდეს პარიზში და გვირგვინით შეამკოს ნაპოლეონის მემორიალი?! ამას არავინ დაუშვებს, იმიტომ რომ ნაპოლეონმა დაღვარა სისხლი და დაიწყო ევროპის ქვეყნების დაპყრობა, თუმცა არცერთი ერი არ გადაუშენებია, ისე როგორც ჩვენი ქართველობა გადააშენა ათათურქის პოლიტიკამ. ეს ის ათათურქია მეგობრებო, რომელმაც კონატანტინეპოლს სახელი შეუცვალა და 20_იან წლებში და ისტამბული დაარქვა. თურქეთთან რა თქმა უნდა უნდა გვქონდეს მეგობრული ურთიერთობა, მეზობელია, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, მაგრამ არ დავივიწყოთ ჩვენი ისტორია, არ გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი წინაპრების სირცხვილისგან საფლავეში გადაბრუნდნენ. არ გავაკეთოთ ისე, რომ ცრემლი ღვაროს ოშკმა, ხახულმა, ბანამ რომლებიც ჩამოანგრიეს, რომლებიც გადააქციეს ბოსლებად და მეჩეთებად ათათურქის პოლიტიკის გამო. მე როგორც ქართველს არ შემეძლო ეს არ მეთქვა.
FaceBook Twitter Google