ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილის მილოცვა ისრაელის ახალ პრეზიდენტს
..

ისრაელის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულება იცხაკ ჰერცოგს

 

პატივი მაქვს მოგილოცოთ ისრაელის პრეზიდენტის უმაღლეს პოსტზე არჩევა. დარწმუნებული ვარ, თქვენი მიღვაწეობით ისრაელი მიაღწევს განვითარების და პროგრესის ახალ საფეხურებს. უდიდესი პატივია იყო ამ უძველესი და გამორჩეული ერი - ცივილიზაციის ხელმძღვანელი, რასაც დარწმუნებული ვარ დიდი წარმატებით გაართმევთ თავს. ყოველთვის ვიხსენებ ჩვენს დაუვიწყარ შეხვედრასა და საუბრებს თელ-ავივში, რა დროსაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენი სახით არა მარტო ისრაელს, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას ყავს გლობალურად მოაზროვნე მოღვაწე, მშვიდობისა და განვითარებისათვის დაუცხრომელი მებრძოლი.

გისურვებთ უფლის მფარველობას თქვენ, ჩვენს მოძმე ებრაელ ხალხსა და ისრაელის სახელმწიფოს.

 

უდიდესი პატივისცემით, შალვა ნათელაშვილი. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი

| ბეჭდვა |