ახალი ამბები
ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ მისი ჩამოგდების გეგმებს თავს დავანებებთ, ძალიან ცდება!
..
სახელისუფლებო პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელიც უარს იტყვის პარლამენტში შესვლაზე, გაუუქმდება კანონით მინიჭებული ყველა უფლება, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. შალვა ნათელაშვილი: _ მას შემდეგ რაც ივანიშვილის რეჟიმმა აიძულა ოპოზიცია შესულიყო პარლამენტში, რეპრესიების ახალმა ტალღამაც დაუყონებლივ დადგა. მიიღეს კანონები ამნისტიის, მოსამართლეების დანიშვნის, განახლდა სასამრთლო პროცესები და გემრიელი ლუკმა, ჩვენი სახით, ივანიშვილმა შემოინახა. როგორც ცნობილია, ვერანაირმა ზეწოლამ ლეიბორისტული პარტია ვერ აიძულა შესულიყო ივანიშვილის სახელობის პარლამენტში და და გაეთეთრებინა გაყალბებული არჩევნების შედეგები. პარლამენტის პლენარული სხდომა იხილავს ფაქტიურად ლეიბორისტული პარტიის საქმიანობის აკრძალვის თაობაზე კანონს, რომლის თანახმადაც ჩვენ გვერთმევა კომისიებში დელეგირება, სარეკლამო უფლება, ის (რამდენიც ყოველდღე სჭირდება ივანიშვილს სხეულის მასაჟისათვის), იმასაც გვართმევენ და ფიქრობენ, რომ ამით ლეიბორისტული პარტიას დაასრულებენ, მე კიდე ვპირდები_ თვითონ უფრო მალე დაასრულებენ ძალაუფლებით ტკბობას და ხელისუფლებაში ყოფნას! იმავდროულად, მოვუწოდებ პარლამენტში შესულ ოპოზიციას, რადგან ოლიგარქმა დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა, გამოაცხადეთ ბოიკოტი და დატოვეთ პარლამენტი! მოვუწოდებ პრეზიდენტს _უუფლებოს, მაგრამ მაინცხელშეკრულების გარანტორს, ევროპასთან შუამავალს _ დაადე ვეტო აღნიშნულ კანონპროექტს, თუ მას მიიღებენ. მივუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს ბრიუსელსა და ვაშინგტონში! ბოლოს და ბოლოს დაადეთ სანქციები ივანიშვილის მრავალმილიარდიან ქონებას, რომელიც არის ჩვენგან მოპარული და თქვენთან გამოტანილი. რას ელოდებით? სანამ არ მ მოაწყობს აქ საკონცენტრაციო ბანაკს და ყველას არ შეგვყრის გაზის კამერაში?! ამგვარი რეპრესია პოლიტიკური პარტიის მიმართ არ ჩუდენია არცერთ დიქტატორს, ბოლშევიკების და ადოლფ ჰიტლერის გარდა. ჩინეთშიც კი, რომ მოხდა სამახედრო გადატრიალება პინოიჩეტის ნიერ, 70-იან წლებში, იქაც კონსტიტიციის და პარტიების მოქმედება დროებით შეაჩერეს. სახეზეა არნახული, ბოროტებით აღსავსე დიქტატურა რომელიც ებრძვის საქართველოს მომავალს. ამ ეტაპზე, ეს კანონპროექტი ლეიბორისტული პარტიის დასაჯელადაა მიმართული, მაგრამ ხვალ საქართველოს მომავლის წინააღმდეგ გადაგმული ნაბიჯია, რათა როცა გააყალბებს ივანიშვილი არჩევნებს, მიიტაცებს ძალაუფლებას, პროტესტი ვერავინ გაბედოს, ვერცერთი პარტია ვერ გამოვიდეს ქუჩაში, ვერ გაბედოს ბოიკოტის გამოცხადება და მუდამ იყოს ივანიშვილების დინასტია ჩვენს მჩაგვრელად და ტყავის გამძრობად. კიდევ ერთხელ შევახსენებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ქალბატო დეგნანს, ევროკავშირს ელჩს ბატონ ჰარცელს რომ სწორედ მათი შუამავლობით იქნა მიღებული შარლ მიშელის სახელად მონათლული ხელშეკრულება და მათი იძულებით_ ოპოზიცია შეეყვანათ პარლამენტში. ეხლა ამოიღეთ ხმა! რას ელოდებით, რატომ ფარავთ პუტინის ოლიგარქს?! ეს იგივე ბელორუსში ამერიკის ელჩმა ლუკაშენკოს დაუწყოსმოფერება. რითაა ლუკაშემნკოზე ნაკლები ბიძინა ივანიშვილი? რატომაა ორმაგის სტანდარტი ვაშინგტონიდან როცა ერთ დიქტატორს ქოლავენ და მეორეს მასზე უარესს აფუფუნებენ და თავზე ასვავენ მთელ ქვეყანას. მეგობრებს სიმართლეს პირში ეუბნებიან და ამ შემთხვევაში მეც ამ პრინციპიდან გამოვდივარ. თუ ჰგონია ივანიშვილს, რომ დაფინასების შეწყვეტით ჩვენ თავს დავანებებთ მისი ჩამოგდების გეგმებს ძალიან ცდება! მას აუცილებლად მოვახვედრებთ გლდანის ციხეში. მე მას შევპირდი და შევუსრულებ!
| ბეჭდვა |