ახალი ამბები
ელისაშვილმა თავად შეურაცხყო თავისი მშობლები
მეგობრებო, მოვუფრთხილდეთ მშობლებს


ადამიანი როდესაც სჩადის ცოდვას, უზნეობას დანაშაულს და ასე შემდეგ, თვითონ აყენებს შეურახცყოფას არა მარტო საკუთარ პერსონას, არამედ რაც არანაკლებ სამწუხაროა, საკუთარ მშობლებს, რომლებიც გულში მაინც ყველაზე მეტად განიცდიან საკუთარი ნაწილის ჯოჯოხეთის, კუპრში მოხვედრის პერსპექტივას. ასეა ალეკო ელისაშვილის მაგალითზეც, მისი მშობლები შეურაცხყო არა გაგა გუგავამ ( ეს გამონათქვამი საერთოდაც გუგავას კი არა რუზველტს, თუ ეიზენჰაუერს ეკუთვნის დღემდე ვერ ადგენენ), არამედ თვითონ ელისაშვილმა მიაყენა თავის მშობლებს, როცა ჯერ კიდევ ჟურნალისტიკაში მუშაობისას, სააკაშვილის სპეცსამსახურში დასაქმდა, ,,ოდეერად" და მიმაგრდა ცნობილ ტელევიზიაზე, სადაც პუნქტუალურად ასრულებდა ყველა ბინძურ დავალებას, მათ შორის ეროვნული ახალგაზრდობის პირდაპირ ეთერში დაჭერასა და შემდგომ უშიშროებაში ჩვენების მიცემას. ახალგაზრდების მომავალი დაინგრა. ისინი მრავალი წლით მოხვდნენ კოლონიაში. ბევრი ახლა უცხოეთშია თავშეფარებული. ბუნებრივია, ყველა ალეკოს მშობელთა ხსენებაში იყო. მერე იყო კიდევ აყლაპეს თბილისს. ბიძინამ მსუყედ დააფინანსა და მაშინდელ მილიონერ, ინფრასტრუქტურის მინისტრი ალავიძეს უბრძანა შეუზღუდავი დაფინანსება ამ ორკაციანი საქულა-მაქულასი. შედეგად საკრებულოში თბილისის მასშტაბით და საქართველოს სივრცეშიც პირველად გაიყვანა სუსმა არა ,,ოცნების" წევრი დეპუტატად, საჩვენებლად, რომ დემოკრატიაა. იმ დროს ასევე, მთელი ოპოზიცია აღნიშნული პერსონის მშობელთა ხსენებაში იყო. არავის დავიწყებია როგორ მიამაგრა ბიძინამ პრეზიდენტ მარგველაშვილს მეთვალყურედ ადმინისტრაციაში. ალბათ, მაშინ პრეზიდენტი იყო დაკავებული მისი მშობლების ხსენებით. აი, როდესაც ისევ ივანიშვილის დავალებით, ეკა ბესელიაზე გააკეთა არაკაცური დარტყმა, ვფიქრობ იქაც დააზარალა საკუთრი მშობლები, თუმცა ეს ყველაფერი წვრილმიანია საუკუნის ღალატთან შედარებით, როდესაც მთელი ოპოზიციიდან პირველი შევიდა ერთპარტიულ პარლამენტში და დაიწყო ივანიშვილის გადარჩენის სპეცოპერაცია, რაც აი ამ სამწუხარო შედეგებით დაუმთავრდა ქვეყანას,ფაქტობრივად, დამხობილი რეჟიმი გადარჩა. აი, აქ კი მთელი ხალხი ალეკოს მშობლების ხსენებაშია, რაშიც არც გაგა და არც ჩვენ არაფერ შუაში ვართ. მოვუფრთხილდეთ მეგობრებო, მშობლებს. -  შალვა ნათელაშვილი
| ბეჭდვა |