ახალი ამბები
რუსეთმა აფხაზეთში ქართული სოფელი მიიერთა
..
რუსეთის მიერ სოფელ აიბღას მიერთებაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა საგანგებო ბრიფინგი მოიწვია. შალვა ნათელაშვილი: _ რუსეთის ფედერაციამ ოფიციალურად დაიწყო ქართული ტერიტორიების ჩართვა საკუთარ სახელმწიფიებრივ სივრცეში და ანექსიის ახალი ეტაპი, რომელიც ამ დღეებში შეეხო აფხაზეთში მდებარე ქართულ სოფელ აიბღას. იქ მოსკოვმა დანიშნა გამგებელი, გაიყვანა ელექტრო ხაზები, გზები, ხიდები და შეუდგა მის ოფიციალურ ანექსირებას იმ იმედით, რომ აღნიშნული პროცესი გაგრძელდება და გაგრის რაიონის 20 %- ს მოიცავს. ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთმა ჯერ კიდევ 1921 წელს, ასევე ოკუპაციის გზით წაგვართვა სოჭი და ადლერი, რომელიც ყოველთვის ქართული იყო. შექმნილ ფონზე, როგორც მოსალოდნელი იყო, სდუმს საქართველოს მომაკვდავი ხელისუფლება, არცერთი პროტესტი, არცერთი განცხადება! მოვითხოვ, საქართველოს პარლამენტში ორშაბათსვე გამოიძახონ საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს მთავრობამ , თუ გვყავს ასეთი, მოითხოვოს გაეროს უშუშროების საბჭოსგან საგანგებო სხდომის მოწევევა და ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ დააყენოს პუტინის მთავრობის სანქცირების საკითხი საერთაშორისო დონეზე. სხვა შემთხვევაში, ამ ერთი პატარა, ულამაზესი სოფლის ოფიციალურ ანექსირებას ფსოუზე მოყვება მთელი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ასე ნაწილ-ნაწილ, თუ ერთიანად მიერთება რუსეთის ფედერაციისთვის და მერე არ თქვან საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა, რომ არ იცოდნენ და ვერ ხვდებოდნენ. სანამ რუსეთი დაიწყებს საქართველოს იფიციალურად ჩაყლაპვას, ამ ხელისუფლებას მივიცილებთ. რუსები ფიქრობენ სოჭამდე შეიქმნება საკურორტო სივრცე, რომელსაც კავშირი ექნება ჩრდილო კავკასიის ზამთრის კურორტებთან. ეს პროცესი მიდის და როდესაც ამაზე საქართველოს პრორუსული ხელისუფლება სდუმს, ამას მოყვება წართმეული სიმაღლეების დაკანონება და ღაბდათან შიდა ქართლის ანექსირება და აფხაზეთის მხრიდან შემოვა პანსლავიზმი.
| ბეჭდვა |