ახალი ამბები
ლიბერალურ მედიაში საეჭვო პრო-თურქული ცეკვაა ამტყდარი
.. ,ახლა ,,მთავარზე " ვუსმენ ეკა კვესიტაძეს, რომელიც იმპერატიულად აცხადებს, რომ თურმე ვინც თურქეთზე ან ალიევ-აზერბაიჯანზე იტყვის რომ მათ ტაო-კლარჯეთი, ან დავით გარეჯი წაგვართვეს, რუსეთის აგენტია. ეკა, ვიცი, რომ ქართველთმოძულე თურქი ბარანის და მისი მეუღლის მეთიუ ბრაიზას ახლობელი ხარ, მაგრამ რამ შეგაჯავრა შენი ერი ამგვარად?! დიახ თურქეთიც და ალიევიც ისეთივე ოკუპანტებია ჩვენთვის, როგორც რუსეთი და სამივე ეშმაკს წაუღიაა, ამგვარად მოაზროვნეებთან ერთად, თუ ჩვენი სისხლის წოვას გააგრძელებენ. ისე, განსაკუთრებით ბოლო დღეებია, ე.წ ლიბერალურ მასმედიაში რაღაც საეჭვო პრო-თურქული კინტაურის ცეკვაა ამტყდარი. ხომ არავის ჰგონია, რომ ახლა ნატოს მაგივრად საქართველოს _ ახალ თურქულ, ირანულ, რუსულ, აზერულ, სომხურ ერდოღანისგან დაანონსებულ ექვსეულში შეიყვანენ? მანამ არაფერი გეტკინოთ! იმედია, ქართველი ერი ამას არ დაუშვებს." შალვა ნათელაშვილი
| ბეჭდვა |