ახალი ამბები
იქნებ თქვენც ამოიღოთ ხმა?!
..

როდესაც ნიკა მელიას იჭერდნენ, ჩვენ მას ფიზიკურად ვიცავდით

როდესაც გიგი უგულავას იჭერდნენ (ყოველ ჯერზე), ჩვენ მუდმივად ვაკეთებდით განცხადებებს რომ ეს იყო უსამართლობა და პოლიტიკური დევნა

როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირეს, ჩვენ ხმამაღლა ვამბობდით, რომ ის იყო პოლიტიკური პატიმარი

როდესაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დაჭერას უპირებდნენ, ჩვენ არც მაშინ გავჩუმებულვართ და ყველაფერს თავის სახელს ვარქმევდით

როდესაც რუსთავი 2-ს ხურავდნენ, ჩვენ სისტემატიურად აქციებზე ვიდექით და ვიცავდით. შალვა ამერიკის სენატსა და კონგრესში საუბრობდა ამ თემაზე

როდესაც ნიკა გვარამიას ყოველკვირა სასამართლოში ატარებდნენ სისხლის სამართლის საქმეზე და დაჭერით ემუქრებოდნენ, ჩვენ მას მუდმივად სოლიდარობას ვუცხადებდით და ვაფასებდით ამას, როგორც კრიტიკული მედიის დევნას

როდესაც ტვ პირველში პროკურატურამ გადაწყვიტა შესვლა და ჩხრეკის ჩატარება, ჩვენ ტელევიზიის წინ დავდექით და ფიზიკური დაცვისთვის მზაობა გამოვთქვით

და კიდევ რომელი ერთი მსგავსი შემთხვევა გავიხსენო...

ხოდა ახლა, როდესაც ქართული ოცნება ისეთ კანონს იღებს, რომელიც პრაქტიკულად ლეიბორისტული პარტიის აკრძალვის ტოფლასია, იქნებ თქვენც აქტიურად ამოიღოთ ხმა და შეეწინააღმდეგოთ ამ უსამართლობას. არ გთხოვთ ლეიბორისტული პარტიის მხარდაჭერას, დაიცავით სამართლიანობა და დემოკრატია საქართველოში!

მიხეილ ქუმსიშვილი

FaceBook Twitter Google