ახალი ამბები
გამოდით, დავტოვოთ რეჟიმი მარტო!
..
შალვა ნათელაშვილი კვლავ მოუწოდებს ამერიიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს და მისი ხელისუფლების უმაღლეს პირებს და კვლავ პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს ოპოზიციას. შალვა ნათელაშვილი: _ გუშინ ოლიგარქიულმა უმრავლესობამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი და აკრძალა ლეიბორისტული პარტიის საქმიანობა. სხვათაშორის, ეს მოხდა იქ შესული ოპოზიციის სრული მდუმარების ფონზე. აღნიშნული, მარტო ლეიბორისტულ პარტიაზე არაა დარტყმა, იმისათვის რომ არ დაემორჩილა მბრძანებელს, არ შევიდა პარლამენტში. ეს იყო საჩვენებელი პასუხი საქართველოს მომავლის წინააღმდეგ. დემოკრატიის, განვითარების ჩასაქოთად და გასანადგურებლად. ამიტომ, მეგობრებო ყველაზე კარგი პასუხი ჩვენი ხალხისა ამ პოლიტიკურ ვანდალიზმზე, დიქტატურის დამყარებაზე იქნება შემოდგომაზე ყველა ხმა ამ სისტემის მთავარ მტერს _ ლეიბორისტულ პარტიას . ეს იქნება ვერდიქტი განაჩენი ამ ბანდაზე, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში და ჰგონია რომ საქართველო მისი საკუთრებაა, მჩაგვრელებისა, ამ უჯიშო ბატონების, რომელიც ჩვენი ხალხის სისხლით იკვებებიან. მე მივმართავ შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ან იყავით ჩვენი მოკავშირეები, ან ჩავთვლით რომ ხართ რუსი ოლიგარქის მოკავშირეები. დაადეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ ღარიბაშვილს და პარალმენტის თავმჯდომარე კუჭავას, რომლებიც ამ გზით, უფსკრულისკენ მიაქანებენ ჩვენს ქვეყანას. მე მოვუწოდებ პარლამენტში ნაძალადევად შეყვანილ ოპოზიციას _ გამოდით უკან. ჰო დაინახეთ, უკვე დაიწყო სასამართლო პროცესები, რომელიც შეჩერებული იყო აქ, ლეიბორისტულ პარტიაში ოპოზიციური ერთობის ფაქტორთა გამო. გამოდით, დავტოვოთ რეჟიმი მარტო, სრულიად გაშიშვლებული; ნახოს მსოფლიომ ისეთი როგორიც არის, ნახონ მათ ვინც მოკავშირეობას უწევთ საზღვარგარეთ და მისი საქმე იქნება დამთავრებული და ქართველი ხალხი გათავისუფლდება ძალიან მალე ამ მჩაგვრელებისგან. სხვა შემთხვევაში, ივანიშვილი არსად წასვლას არ აპირებს _ ასეთი მონური მორჩილებით ასეთი არაპრინციპული პოზიციით. რას ჰქვია პარტიას კრძალავენ და და ოპოზიცია დარბაზში არ არის, ან განცხადებას არ აკეთებს? მათ ჰგონიათ რომ ეს საფრთხე მათ არ მიადგებათ?! ჰო ნახეთ გუშინ ჩვენ აგვკრძალეს და დღეს ხაზარაძე, ჯაფარიძე და ,,ტვ პირველის“ მფლობელი დაიბარეს სასამართლოზე. ეს უარესი ტემპებით გაგრძელდება. ახლა სწორედ ის დროა, როგორც პოეტი ამბობდა ქართველო ხელი ხმალს იკარ. ახლა პოლიტიკური ხმალი უნდა აიღონს ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომელიც ამ ურჩულს წააგდებინებს იმ ბინძურ პუტინოიდურ თავს, სხვა შემთხვევაში, ასეთი მორჩილებით და ნახევრადოპოზიციონერობით დავღუპავთ არა მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ იმიჯს და პოლიტიკურ მომავალს, არამედ ქვეყანას ჰო ვეუბნებოდი შეხვალთ პარალმენტში და განახლდება დიქტატურა, განახლდება რეპრესიები, განახლდება სასამართლო პროცესები, განახლდება თქვენი საქმეები რომელიც შეაჩერა ჩვენმა შექმნილმა ოპოზიციურმა ერთობამ?! სად არის ახლა ამერიკის ქალბატონი ელჩი? ევროკავშირის პრეზიდენტი? სადაა ევროპის პარალმენტი? სად არის სენატორი რიში და ქალბატონი შაჰინი?რატომ არ აკეთებენ განცხადებებს, როცა დაირღვა შარლ მიშელის ყველა ძირითადი პუნქტი?! მეტი რა უნდა გააფუჭონ?
| ბეჭდვა |