..
დაფინანსების შემდეგ ლეიბორისტულ პარტიას საარჩევნო კომისიის წევრებს
ართმევენ. ამი შესახებ განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა
საგანგრბო ბრიფინგზე გააკეთა განცხადება. შალვა ნათელაშვილი: _
გრძელდება ლეიბორისტული პარტიის აკრძალვის პროცესი. ამ წუთებში
პარლამენტი იხილავს ლეიბორისტული პარტიისთვის საარჩევნო კომისიების
წევრთა წართმევის პროცესს და მათ აძლევენ პარტიას, რომელსაც
არჩევნებში მონაწილეობა არც მიუღია. ამგვარი აღვირახსნილი
რეპრესია-დევნა პოლიტიკური პარტიის მიმართ ყველაზე სისხლიან
დიქტატორებსაც არ ახსოვთ. ამ ფონზე, მთლად სირცხვილი ხდება ოპოზიციის
პარლამენტში ჯდომა, რომლებიც ამ პროცესის თანამონაწილენი გამოდიან,
როცა უყურებ როგორ კრძალავენ შენს კოლეგას, როგორ ართმევენ ძირითად
პარტიულ უფლებებს, ხმას არ იღებ, ან წამოიკნავლებ ყოველი
შემთხვევისთვის. ამიტომ, ვინც ოპოზიცია ვართ და გადაწყვეტილი გვაქვს
ხალხს ვემსახუროთ, დატოვეთ ეს ბინძური შენობა. სამწუხაროდ,
საქართველოში ყოველთვის წახალისებული იყო ღალატი და პატრიოტიზმი და
ხალხის ერთგულება _ ყოველთვის დასჯადი. ჩვენ გვსჯიან იმის გამო, რომ
არ შევედით პარლამენტში, არ მოვუხარეთ ქედი ოლიგარქს, არ დავემორჩილეთ
საერთაშორისო, საშინაო და სხვა ფორმის ზეწოლას და დღეს ესღა დარჩათ.
ჩვენს დამორჩილებას ვერ ეღირსებით! ჩვენს ქედუხრელ ხალხთან ვრჩებით და
იმ მებრძოლ სულთან ერთად, რომელიც იმედია შემორჩა ხალხს, ეს ყველაფერი
გადმოიღვრება დიდ გამარჯვებად და წალეკავს ამ სიბინძურეს, რონელიც
ჩვენი განვითარების გზაზე გველეშაპადაა გაწოლილი.