ახალი ამბები
თუ ერთმანეთს გავყვებით საკმარისი ვიქნებით დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი, თავის სატელიტ ე.წ. ოპოზიციასთან ერთად
..
შალვა ნათელაშვილი: _ პარლამენტში არშესვლის, დაუმორჩლებლობის და სიტყვის არგატეხვის პასუხად, რეჟიმი აგრძელებს მასიურ რეპრესიებს ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ.მეორე მოსმენით უკვე მიიღეს კანონი და წაგვართვეს 2700 უბანზე წევრები, რაც ნიშნავს ფრობტის ხაზზე ტანკების წინააღმდეგ შიშველი ხელებით დატოვებას. მაგრამ ჩვენ ბოლომდე ,,მივაწვებით", რადგან გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და ყველაზე კარგი პასუხი ჩვენს რეპრესიებზე, დევნაზე, უზნეობაზე იქნება შემოდგომაზე თქვენი მასობრივი მხარდაჭერა ლეიბორისტული პარტიისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩავაბაროთ წარსულს მჩაგვრელი სისტემა. რა თქმა უნდა, ყველაზე გულსატკენი ჩვენთვის ე.წ. ოპოზიციის ქცევაა _ საერათოდ და კონკრეტულ შემთხვევაში_ ვინც ჩვენი აკრძალვის კანონს, კომისიების ჩამორთმევას მხარი დაუჭირეს. შარლ მიშელი კიდევ ერთხელ შეარცხვინა მისმა ფრაქციამ, ამ კანონისთვის მხარდაჭერით, ,,მოქალაქეების" სუსის პარტიამ, რომლებიც ქოცზე დიდი ქოცები არიან; ინჯიას ,,ევროპელმა სოციალისტებმა", რომლებიც პარლამენტში კი არა, ციხეში უბდა იჯდნენ, ჩვენთვის მოპარული მილიონებისთვის, უფრაქციო დეპუტატებმა და გახარიას ჯგუფმა, რითაც კიდევ ერთხელ გვაჩვენეა, რომ ამ პიროვნებას არც დღეს და არც ხვალ, არ შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეს ოპოზიციასთან. ესაა ქართული პოლიტიკის რეაკური სახე: ამაზრზენი ხელისუფლება და მასზე არანაკლები ოპოზიცია, რომელმაც გატეხა სიტყვა, გაალეგიტიმურა იცანიშვილის პარლამენტი, დაჯდა იქ და არა მხოლოს დაჯდა დაიწყო ჩვენი, კოლეგა ოპოზიციონერების წუნააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის საკანონმდებლო ბერკეტებით. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო მთელი პასუხისმგებლობით, ხალხის გამარჯვებას არ სჭირდება კვალიფიციური პარტიები, კომისიის წევრები და სხვა ათასი ჩიხლიპიტო. ხალხის გამარჯვებას სჭირდება ნება, გაუყიდაობა, სიმტკიცე და ამაში თუ გავყვებით ერთმანეთს ვფიქრობ, საკმარისი ვიქნებით რომ დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი, თავის სატელიტ ე.წ. ოპოზიციასთან ერთად
FaceBook Twitter Google