ახალი ამბები
რომელ დოკუმენტს მოვაწერო ხელი, ხელმოწერისთანვე რომ დაირღვა?!
..
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გამოეხმაურა სენატორ რიშის მოწოდებას ქართველი პოლიტიკოსების მიმართ, ხელი მოაწერონ მიშელის დოკუემნტს და შევიდნენ პარლამენტში. შალვა ნათელაშვილი: _ ზოგიერთი ჩვენი უცხოელი მეგობარი აგრძელებს ჩვენს გაოცებას. სენატორმა რიშმა გააკეთა განცხადება და მოგვიწოდა ხელი მოვაწეროთ მიშელის დოკუმენტს, შევიდეთ ივანიშვილის პარლამენტში. ვეკითხები ჩვენს მეგობარ სენატორს, რომელ დოკუმენტს მოვაწერო ხელი, რომელიც ხელმოწერისთანვე დაირღვა და მისგან ფარატინა ქაღალდი დარჩა?!. შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლო რეფორმას ჩავარდნას (იგივე მოსამართლეებს გვინიშნავენ); კომუნიკე, რომელიც ითვალსიწინებდა საარჩევნო რეფორმას, ჩაიჩეხა და ვხედავთ რომ ქალბატონი ჟვანია კვლავ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა, ხოლო წევრები_ უარესი შემადგენლობით. ვხედავთ, რომ მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც აქციებში მონაწილეობა უკვე ციხით ისჯება და რაც მთავარი დაიწყო ლეიბორისტული პარტიის აკრძალვის პროცესი და ეს ტემპი მიდის შეუდრეკლად: გვართმევენ საარჩევნო კომისიებში კუთვნილ წევრებს, სარეკლამო დროს, გვართმევენ დაფინანსებას და გვეპატიჟებიან პარალმენტში. რა არის ეს, თუ არა კაცობრიობის ისტორიაში არნახული ცინიზმი. მე ვთხოვ სენატორ რიშს და სხვა მეგობარ სენატორებს, დაადეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილს. ეს გამოიწვევს იმას, რომ საქართველოში დაიწყება დემოკრატიული პროცესების აღდგენა და ჩვენ დავუსხლტებით პუტინის კლანჭებს. სხვა შემთხვევაში ჩავთვლით, რომ სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრები ამერიკიდან აძლიერებენ პრომოსკოვურ პუტინის ოლიგარქიულ რეჟიმს საქართველოში, ეს იქნება ჩვენთვის ბევრწილად აუხსნელი, მაგრამ რა თქმა უნდა სტრატეგიას და საქმნიანობას ტაქტიკას გარკვეულწილად მოვახდენეთ აღნიშნული რაელობის გათვალისწინებით. ჩვენ არ ვაპირებთ ჩავბრადეთ პუტინის საოკუპაციო რეჟიმს და მისგან დანიშნულ სატელიტ მეფისნაცვალ ოლიგარქს. არ აპირებს ქართველი ერი ამას და ძალიან კარგი იქნება ზოგიერთმა ჩვენმა მეგობარმა ატლანტიკაში, გაღმაც და გამოღმაც, ეს რაც შეიძლება ეს დროზე გააცნობიეროს. ჩვენ არ ვიბრძვით პარტიული ინტერსებისთვის და ვიწრო პირადი მიზნების აღსასრულებლად. ჩვენ ვიბრძვით ჭეშმაროთად თავისუფალი დემოკარტიული ერთიანი საქართველოსთვის რომელიც იქნება ღირსეული პარტნიორი და მოკავშირე უპიორეველსად ამერიკის შეერთებული შტატების და მერე მთელი დასავლური ცივილიზაციის. თუ ვიღაცას ჰგონია რომ ეს გზა გადის კრემლის გავლით, პუტინის კაბინეტის გავლით, ამაში აქ უკვე ძალიან ბევრი რამ არის საფიქრალი და სამსჯელო და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას.
| ბეჭდვა |