ახალი ამბები
პარტნიორი ქვეყნის ელჩი მხარს უჭერს პუტინის მეფისნაცვალ ოლიგარქს
..
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს მართალია ,,ზოგიერთი ოპოზციონერი“ არ დაეთანხმა, მაგრამ ეს პოლიტიკური პროცესია და არ აუცილებლად არ გულისხმობს იმას რომ ,,ეს უნდა ასახავდეს ყველა ხმას, ყველა პარტიას, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია ოქტომბერში“. შალვა ნათელაშვილი: _ გრძელდება ლეიბორისტული პარტიის აკრძალვის პროცესი. წუხელ მესამე მოსმენით ივანიშვილის უმრავლესობამ და მათთან მიყიდულმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა მიიღეს კანონი, რითაც ჩვენ წაგვერთვა საარჩევნო კომისიებში წევრთა დანიშვნის მოპოვებული უფლება. ეს 1933 წლის ივლისის ჰიტლერისეული კანონის, შემდეგ ნაცისტური სამართლის პირველი განმეორებაა საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ. ამ ფონზე ველოდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გააკეთებდა საპროტესტო განცხადებას, სამაგიეროდ ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადება, რომ თურმე აქ ისეთი არაფერი მომხდარა, რაღაც გარკვეული გადახრები იყო, მაგრამ აღნიშნული თურმე, შეთანხმებული არ ყოფილა. ელჩის რეზიდენციაში, მოლაპარაკებების დროს შეთანხმდა საკითხი, რომ ლეიბორისტულ პარტიას ეყოლებოდა საარჩევნო კომისიის წევრები 3700 კომისიაში. ეს შეხვედრა მიდიოდა ქალბატონი ელჩის თავმჯდომარეობით, მის რეზიდენციაში. მას ესწრებოდა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი და ქვეყნის ყველა პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის ხელისუფლებიდან კობახიძე და თალაკვაძე. ამრიგად, საკითხი რომელიც გადაწყდა და რომლის შესრულებაზე პასუხისმგებელნი იყვნენ ასევე მოდერატორი ფასილიტატორი ელჩები ამერიკის ელჩის თამადობით, დაირღვა, ხოლო მოდერატორებიდან და გარანტორებიდან წამოვიდა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები, რასაც ვფიქრობ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გაასწორებს და მისცემს კორექტირებას. ჩვენთვის მართლა მოულოდნელი და ამაზრზენია სტატატეგიული მოკავშირის ელჩი, იმ პარტნიორისა რომლის ერთგულების გამო რუსეთმა მოახდინა ჩვენი ოკუპაცია ეს ელჩი მხარს უჭერს პუტინის მეფის ნაცვალ ოლიგარქს საქართველოში. ვფიქრობ ამის კორექტივება სახელმწიფო დეპარატამენტის მიერ აუცილებლად მოხდება. მე მადლობელი ვარ იმ ოპოზიციური პარტიების, ვინც მხარი არ დაუჭირა ამ ჰიტლერისეული კანონმდებლობის განმეორებას, ნაცმოძრაობას და ,,ლელოს“ ვუხდი მადლობას, თუმცა მათ შეეძლოთ წინააღმდეგაც მიეცათ ხმა. მე ასევე გამოვთქვავ დიდ გაოცებას ამერიკიდან დაფინანსებული არასამათავრობო ორგანიზაციების დუმილის გამო. მეგობრებო, თქვენ გაჭმევთ ამერიკელი გადასახადების გადამხდელი და საკუთარი საქმიანობით ემსახურებით პუტინის და ოლიგარქის ინტერესებს, თუნდაც იმ შემთხვევაში, რომ არ იღებთ ხმას ლეიბორისტული პარტიის ამ უპრეცედენტო დევნაზე. იმედია გამოიბერტათვ ყურებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვაცნობებთ თქვენს დამფინანსებელებს ვაშინგტონში, თუ როგორ ხმარდება ამერიკელი ხალხის ფინანსი რუსულ ინტერესებს საქართველოში. ველოდები თქვენ რეაქციას, თან ძალიან სწრაფად.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
24.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
24.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86