..
დღევანდელმა აქციამ
ჩაისვარა...
იქითა ფლანგზე რა არსებებიც არიან
კი ვიცით, მაგრამ არანაკლები უპასუხისმგებლობა გამოავლინეს დღეს
აქციის მონაწილე გარკვეულმა ჯგუფებმა. კონკრეტულად:
დღეს რუსთაველზე შეიკრიბა
ათასობით ადამიანი იმ საშინელი ძალადობის და პოლიციის მიზანმიმართული
უმოქმედობის გასაპროტესტებლად, რაც გუშინ ყველამ ვიხილეთ. როდესაც 1
დღეში 50-მდე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდებიან, ოფისებს დაარბევენ,
ბავშვებს და ტურისტებს ცემენ - ეს ბუნებრივია გამოიწვევს პროტესტს
საზოგადოებაში. 1000-ში ერთი ადამიანი თუ გაამართლებდა იმას, რაც
გუშინ მოხდა. შესაბამისად - პარლამენტთან აქციაზე მოვიდა ათასობით
ადამიანი გასაპროტესტებლად, ხოლო კონტრ-აქციაზე მაქსიმუმ 200
უკიდურესად დაბალი ინტელექტის მქონე პირი.
დაახლოებით 9-ის ნახევარზე,
პრაიდის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ მრავალათასიანი აქციის მონაწილეთა
დაუკითხავად გაეშალათ გიგანტური ლგბტ დროშა და მალევე გაუშვეს კვამლი
ცისარტყელის ფერებში. თანაც ეს ზუსტად იქ, სადაც გუშინ ამ
მოძალადეებმა დიდი ჯვარი აღმართეს. ანუ ტელევიზიებში გაშუქდა კადრი,
თუ როგორ ჩაყლაპა ლგბტ სიმბოლიკამ ქრისტიანების სათაყვანებელი სიმბოლო
- ჯვარი, რამაც აბსოლუტურად შეცვალა აქციის არსი. შესაბამისად,
გუშინდელი ძალადობის საპროტესტო მიტინგი გადაზარდა ფაქტობრივად ლგბტ
მარშში. ამ ფაქტმა ერთის მხრივ აქციის მონაწილეთა ნაწილის სახლში
წასვლა გამოიწვია, ხოლო მეორეს მხრივ მედიით ნანახმა კადრებმა, ბიძგი
და საბაბი მისცათ მოძალადეებს მასიურად გამოცვენილიყვნენ გარეთ.
სწორად გამიგეთ, ჩემში ჰომოფობია
ერთი წვეთი არ არის და თანასწორობის იდეის მომხრე ვარ. მაგრამ ამ
თანასწორობას როგორ ვაღწევთ? პროვოცირებით და გამოწვევით? ზიზღისა და
სიძულვილის გაჩენით? ხომ ვიცით რა საზოგადოებაშიც ვცხოვრობთ?! ხომ
ვიცით როგორ რეაგირებს ხალხის მასა მარშზე და მითუმეტეს მაშინ, მათივე
აღმართული გიგანტური ჯვარი თუ ხვდება ამ ღონისძიების ეპიცენტრში??
რატომ ცდილობს ლგბტ თემი ასე ხისტად და უხეშად მასის ფსიქოლოგიაზე
ზეგავლენის მოხდენას? მართლა გონიათ რომ ამით ჰომოფობიას - ანუ ზიზღს
დაამარცხებენ? პირიქით! მხოლოდ გააძლიერებენ. განათლებაში და
უწიგნურობაში არის პრობლემა!! და ამას უნდა ებრძოლო საგანმანათლებლო
ღონისძიებებით და არა უხეში პროვოცირებით. წლები და თაობები სჭირდება
ხშირად მენტალურ განვითარებას!
დავუბრუნდები ისევ აქციას.
გენიოსი ზურა ჯაფარიძის იდეის თანახმად, აქციაზე არ უნდა ყოფილიყო
მიკროფონი და დინამიკები. ანუ ერთიანი მესიჯი არ უნდა ვრცელდებოდეს,
ხალხთან კომუნიკაცია არ უნდა მყარდებოდეს, ერთიანობის აღქმა უნდა
იკარგებოდეს... ამან გამოიწვია სრული გაუგებრობა და ქაოსი. თუ გინდა
რომ აქციას დედა ეტიროს, მდუმარე აქცია უნდა დაარქვა და მიკროფონი არ
დადგა. გამიზნულად გააკეთა მან ეს თუ უნებლიედ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია
ამაზე დიდი იდიოტობის მოფიქრება რთული იქნებოდა.
მოკლედ, შეცდომების,
უპასუხისმგებლობის და პირადი ამბიციების გამო დღევანდელმა აქციამ
ჩაისვარა. ვნანობ რომ დღეს მანდ მივედი. მოძალადეებმა გაიმარჯვეს,
ხოლო სახელმწიფომ მარცხი განიცადა!
ამიერიდან მხოლოდ იმ აქციაზე
წავალ, რომელიც ჩემი ან იმ ადამიანის/ჯგუფის დაგეგმილი იქნება, ვისაც
100%-ით ვენდობი. როცა აქციის მართვის სადავეებთან ის ადამიანი
იქნება, ვისი რეალური მოტივაციაც არ იცი, ყოველთვის არის მაღალი შანსი
ქვეყნისთვის საჭირო შედეგის ნაცვლად, კონკრეტული პირებისთვის
სასურველი შედეგი დადგეს.