ახალი ამბები
სანქცირება ბიძინა ივანიშვილიდან უნდა დაიწყოს
..
ლეიბორისტები სანქიების დაწყებას ბიძინა ივანიშვილიდან მოითხოვენ და მის დანაშაულებრივ საქმიანობაზე ახალ პაკეტს აგზავნიან ევროპასა და ამერიკაში. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა ბრიფინგზე გააკეთა. შალვა ნათელაშვილი: _ მსოფლიო თანამეგობრობისთვის სულ უფრო მისაღები ხდება ჩვენს მიერ, ლეიბორისტულ პარტიაში, ცხრა წლის წინ წამოწყებული კონცეფცია ოლიგარქიული რეჟიმის სანქცირებაზე, რის გარეშეც, როგორც ყველამ დავინახეთ, ამ ორგანიზებული დამნაშავეთა ბანდის მოცილება რთულია და უკავშირდება სამოქალაქო დაპირისპირების პერსპექტივას. დღეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან, მაღალი რანგის პირებისგან ისმის განცხადებები სანქცირებაზე, თუმცა აქაც კონკრეტული მიდგომაა საჭირო. სანქცირება უნდა დაიწყოს საერთაშორისო ბოროტმოქმედ ბიძინა ივანიშვილიდან, რადგან სწორედ ის გახლავთ ქართული სახელმწიფოს შესყიდვის და მერე კრემლზე გადაყიდვის მთავარი ორგანიზატორი, ძალადობის მამა; სწორედ ის გახლავთ მოლდოვასა და აფხაზეთში სისხლიანი ომის სპონსორი, გენერალ ლებედის მეშვეობით და მის სინდისზე ანგოლაში სამოქალაქო ომის დროს დაღუპული 1მლნ ადამისნი, მის მიერ გაყიდული იარაღით. მეტი საფუძველი სანქცირებისთვის არც ამერიკას და არც ევროკავშირს არ შეიძლებოდა ჰქონოდათ უკვე სანქცირებულ რუს ოლიგარქებზე. ამიტომ ჩვენ ვამზადებთ განახლებულ კრიმინალურ პაკეტს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და უახლოეს დღეებში წარვუდგენთ ამერიკის შეერთებული შტატებს და ევროკავშირს. დარწმუნებული ვარ, სანქციათა მექანიზმის ამუშავებას ექნება ჯაჭვური რეაქცია, რათა შემდგომ გავრცელდეს პარლამენტში წამოსკუპებულ 30- მდე მილიონერზე, რომლებიც აკანონებენ ამ სისხლიან რეჟიმს და ადვოკატებად უდგანან და იმ პოლიტიკურ დამნაშავე ლიდრებზე, რომლებიც ყოველ დღე აღშფოთებას იწვევენ ქვეყნის შიგნით და გარეთ.
| ბეჭდვა |