ახალი ამბები
ერთი ხისგან გამოჩორკნილები ,,მადე ინ გრიგოლიჩ"
..

რაო,  კობახიძე შტერმა,  გახარია ბოლს ვეძახდით  სულ მისი  ბრალია რაც თქვენს თავს ხდება, მხოლოდ მის გამო ხართ წყაწყაღებულები, დანგრეულები, სახელმწიფოწართმეულები, გადასეტკილები, გაყალბებულები,  კოვიდის 10 მილიარდიც მარტო იმან შთანთქა, ჩვენ და გრიგოლიჩი რა შუაში ვართო?

ბოლი, ალუჩა, ბოტასა,   პლასტილინა, ბღუჯა, ქოჩორა, წულუკა, წუნკალა, ბამბუკა, ღარიბა, ბოროტა, ბოღმა, ბრუყვა, მჭამელა, გაუმაძღარა, უვიცა, მუთაქა,  ყველა ჯახნაბა და დოზანა ვინ დაგვასვა თავზე?!  ყველა ერთი კლასტერი არ ხართ ,,მადე ინ გრიგოლიჩ?" ყველა ბოლი არ ხართ? ყველა ერთი ხისგან გამოჩორკნილები?  სადაც არ უნდა იყოთ, რა სიკეთე უნდა გამოდნეს თქვენგან?!

პ.ს. რა გავაკეთოთ?!  რაც მეტს ვაგინებთ _ მეტად მრავლდებიან;  არც წყევლაა გამოსავალი_ მთელი საპატრიარქო მაგათ ლოცვაზე მუშაობს,  არც ჯადო გაჭრის_ საკუთარი შამანი ჰყავთ მთავარ სასახლეში.... რაღაცაა მოსაფიქრებელი... იქნება და ერთი საყოველთაო ეროვნული ფიქრის დღე დავნიშნოთ? კალენდარზე წითლად ავღნიშნოთ, თან დავისვენებთ, თან ვიქეიფებთ, თან ვიღლიცინებთ,  ვიტათ-ფანდურებთ, თან ვიფიქრებთ _ როგორ მოვიშოროთ ქოცები.

ისე, ჩვენ რომ  ცოტათი მაინც დალაგებულები ვიყოთ, რა გვაცინებს, რაა!

 

ნინო მეტრეველი. ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი


| ბეჭდვა |