ახალი ამბები
ოცდამეერთე საუკუნის სერგო ორჯონიკიძემ კრემლის დავალებების აღსრულება დაიწყო
..
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საგანგები ბრიფინგით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას საქართველოსთან ურთიერთობის შესაძლო დალაგებაზე. შალვა ნათელაშვილი; _ ოცდამეერთე საუკუნის სერგო ორჯონიკიძემ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო კრემლიდან მიღებული დავალებების აღსრულება, რათა საქართველო დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე. ყველაფერ ამას წინ უძღოდა პარლამენტში ოპოზიციის შეყვანა, ხელისუფლების ფეხზე წამოდგომა და შეტევაზე გადმოსვლა, პრორუსული სამღვდელოების ქუჩაში გამოსვლა, რუსეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტების თარეში, ჟურნალისტების ხიცვა-ჟლეტა, ლეიბორისტული პარტიის აკრძალვა. ეს ყველაფერი კომპლექტში მომზადდა იმისთვის, რომ იმ საშინელი ომის წლისთავზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოგვესმინა განცხადებები ურთიერთობის აღდგენაზე. ურთიერთობა მოსკოვთან შეიძლება აღდგეს მხოლოდ მაშინ, როდესაც საოკუპაციო ჯარები დატოვებენ საქართველოს სუვერენიტეტულ ტერიტორიას. სხვა ყველანაირი აღდგენა საქართველოს ჩაყლაპვა იქნება. ნუ მოვიტყუებთ თავს. თუ მოსკოვს არ შევუქმნით დიდ გეო-პოლიტიკურ პრობლემებს, არასოდეს დაბრუნდება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და დანარჩენ საქართველოსაც შეისრუტავს. გეო-პოლიტიკური პრობლემა იქნება საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების გახსნა და იქ საშუალო სიშორის რაკეტები განლაგდება და გეო-პოლიტიკური პრობლემა იქნება ივანიშვილის და მისი ბანდის სანქცირება ევროპისა და ამერიკისგან
| ბეჭდვა |