ახალი ამბები
თბილისისა და საქართველოს გამარჯვება ასეთი ხალხის არჩევა იქნება
..

ლეიბორისტულმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენით დაიწყო.  პარტიის ლიდერმა ამ პოსტებზე მიხეილ ქუმსიშვილი და ლაშა ჩხარტიშვილი წარადგინა.

შალვა ნათელაშვილი: ,, წინ გველის შიდა საოკუპაციო დიდი ბრძოლები ივანიშვილ-კალაძის წინააღმდეგ და ფრონტის წინა ხაზზე,  დღეიდან ვუშვებთ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის ახალგაზრდული და ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელს, ამ თაობის უნიჭიერეს ლიდერს მიხეილ ქუმსიშვილს და საქართველოსა და თბილისზე ფიც-ვერცხლ ნაჭამს,  პოლიტიკოსს, ეკოლოგს, მებრძოლ, ყველასთვის საყვარელ ლაშა ჩხარტიშვილს. ლეგენდარული კარლ გუსტავ მანერჰაიმი ამბობდა; ვაჭრუკანები და კარიერისტები სახელმწიფოს ვერ ააშენებენ. სახელმწიფოს ააშენებენ იდეალისტები და პატრიოტები.  ეს ორი კანდიდატია ის იდეალისტი და პატრიოტი, რომლებიც დღეს, ხვალ, ზეგ ააშენებენ ქართულ სახელმწიფოს. ისინი არ წაიღებენ თქვენს ქონებას სახლში, არ გაანაწილებენ თავიაანთ ბიზნესებზე, დაგიბრუნებენ წართმეულს, ისინი ჩადგებიან ჩვენი შვილების სამსახურში. ასეთი სახეების  ასპარეზზე გამოსვლა  არჩევნებს შესძენს ახალ ძალას. ჩართავს ახალგაზრდა თაობას, გამოაღვიძებს ძველს  და საბოლოო ჯამში ეს გაერთიანებული ენერგია  არა რომელიმე პარტიას, ან კანდიდატს,  არამედ საქართველოს,  თბილისს მიიყვანს გამარჯვებამდე. თბილისის და საქართველოს  გამარჯვება სწორედ ასეთი ხალხის არჩევა იქნება. "

 

მიხეილ ქუმსიშვილი: ,,მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დიდი პასუხისმგებლობაა ვიყარო კენჭი თბილისის მერის პოსტზე. დღეს ქვეყანას სჭირდება სიახლეები და ცვლილებები. ტრადიციულად,  ეს იწყება თბილისიდან და ნაწილდება მთელ ქვეყანაზე.  დღეს გვაქვს იდეალური შანსი ახალ სახეებს გავუხსნათ გზა პოლიტიკაში. ამ ორი თვის განმავლობაში, როგორც მერობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან,  ყველაფერს გავაკეთებ,  რომ დავანახო  თბილისელებს ჩემი ხედვა   და დაგარწმუნოთ რომ მხოლოდ ჩემთვის და ლეიბორისტულ პარტიისთვის მიცემული ხმა იქნება ერთადერთი გარანტია ქვეყნის წარმატების."

 

ლაშა ჩხარტიშვილი: ,,არა მხოლოდ ის, რომ ლეიბორისტული პარტია  სიტყვის, პრინციპების ერთგულებით გამოირჩევა, ჩვენი თანხვედრა მოიტანა იმანაც, რომ  თბილისში, რომელსაც  30 წელია ანგრევენ, (არა მხოლოდ ფიზიკურად), ისტორიაში პირველად  საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი  ჩემი სახით,  არის ეკოლოგი, ბუნების დამცველი.

ამიტომ ეკოლოგიური თვალსაზრისით,  სოციალური კუთხითაც  და კარგი წარსულითაც წარმოდგენილ პარტიათა შორის სხვა არჩევანი არ გაქვთ  და კიდევ ერთი. როცა ნახავთ მდიდარ კანდიდატს, კითხეთ საიდან აქვს სიმდიდრე. ამ ქვეყანაში სირცხვილია სიმ დიდრე და პოლიტიკაში მდიდარი ადამიანების ყოფნა, რადგან ის ქონება  თქვენი გაღარმტაკების ფონზეა ნაშოვნი."

| ბეჭდვა |