ახალი ამბები
ჩაეწერეთ ჩვენს საარჩევნო სიებში ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე
..
შალვა ნათელაშვილი ყველა პატრიოტს, პარტიული კუთვნილების გარეშე ადგილობრივი არჩევნებისთვის პარტიულ სიაში ჩაწერას სთავაზობს. შალვა ნათელაშვილი: ,,შესრულდა 900 წელი ,,ძლევაი საკვირველიდან“, როცა ქართველთა ლაშქარმა, აღმაშენებლის სარდლობით, მსოფლიო ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, დიდგორის ველზე. დღეს ლეიბორისტულმა პარტიამ მიიღი უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ადგილობრივი არჩევნებისთვის სიები გახსნილია ხალხისთვის, ყოვლეგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე. მთელი საქართველო ერთი პარტია ვართ ეს დღე საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ისტორიისთვის. დიდგორიც რა თქმა უნდა, არ იქნებოდა ხალხის გარეშე. ამიტომ ჩვენო ძვირფასებო, დავდგეთ ერთად! გამოდით, სამშობლი გეძახით! დაგვირეკეთ 032 291 1617 ცხელ ხაზზე! ჩაეწერეთ ჩვენს საარჩევნო-პარტიულ სიებში ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე და ვემსახუროთ ჩვენს დიდ პარტიას _ დიდგორისგან წარმოშობილ საქართველოს! ჩვენ ჩვენი დიდგორი წინ გველოდება და ის ჩვენი მოსაგებია ვფიქრობ ეს ფორმატი და სტატეგია სწორი და შეესაბამება ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესების ამოცანებს. ხალხის გააქტიურების გარეშე, მასების გამოსვლის, მათი დაინტერესების გარეშე ვერანაირი პოლიტიკური პოლიტიკური პარტიები და ლიდერები გადამწყვეტ ცვლილებებს ვერ გამოიწვევენ!“
| ბეჭდვა |