ახალი ამბები
საგანგაშო ვითარებაა ბაზალეთის ტბასთან დაკავშირებით
..
საგანგაშო ვითარებაა ბაზალეთის ტბასთან დაკავშირებით, ტბის გარშემო არსებული ასობით ჭაბურღილი ფაქტობრივად სიცოცხლეს უკლავს ტბას, რომელიც უკვე დაჭაობების პირას არის მისული.
ადგილობრივი ხელისუფლება სრულიად უუნარო აღმოჩნდა. მაშინ როდესაც 2021 წელია და კერძო ხომალდებს ტურისტები დაყავთ კოსმოსში, საქართველოში წყლის პრობლემაა და მითუმეტეს დუშეთში და მითუმეტეს ბაზალეთში, თბილისიდან 45 კილომეტრში, სადაც ულამაზესი რეკრეაციული ზონის გაშენება შეიძლება, თავისი ბილიკით, ველობილიკით. აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდგომ ბიზნეს სექტორი ავტომატურად დაინტერესდება. სამუშაო ადგილები გაიხსნება, გაიხსნება უამრავი კაფე-რესტორანი, სასტუმრო. მაგრამ სად შეუძლიათ ამაზე ფიქრი დუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებაში.
ტრაილერებისთვის პარკინგი ვერ გააკეთეს ამდენი წელია და დგანან ეს ტრაილერის მძღოლები ზამთარში, შუა ყინვაში, მშივრები და ქირაობენ ტაქსებს, რომ ტაქსებმა პროდუქტები მოუტანონ ახლომდებარე მაღაზიიდან. ამასობაში გადაკეტილი აქვთ მთელი მაგისტრალი, მცხეთიდან მოყოლებული, თითქმის ფასანაურამდე. ხშირად ხდება საავტომობილო შემთხვევები.
ევროპაში და არამარტო ევროპაში სპეციალური სივრცეებია ტრაილერებისთვის, სადაც მძღოლებს საშუალება აქვთ იკვებონ, ისარგებლონ სასტუმროთი, დაისვენონ და ისე გააგრძელონ გზა.
თითქმის სრულდება ჩემი დეპუტატობა და ყველაზე სამწუხარო რაც ამ ხნის განმავლობაში დავინახე, არის ის რომ დღევანდელი ხელისუფლება, ცენტრალურ ან თუნდაც ადგილობრივ დონეზე, არ არის მზად გაუმკლავდეს რეალურ გამოწვევებს, დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა, მისცეს ხალხს მოტივაცია ცხოვრების და ყველა უცხოეთში არ იხიზნებოდეს. ერთადერთი რასაც აკეთებენ, თვალებში ნაცარს აყრიან ყველას, ერთმანეთსაც. შეუძლიათ შუა დუშეთში ასფალტი აყარონ და ახალი დააგონ წინასაარჩევნოდ, ვიდრე თუნდაც ბაზალეთის ტბის პრობლემა მოაგვარონ ან სოფლების წყალმომარაგების. რაზე გვაქვს საუბარი, როდესაც 21 საუკუნეში ხალხი წყალს წყაროებიდან ეზიდება. არაფრის მაქნისები არ ხართ, იმედია ქართველი ხალხი მალე გაგისტუმრებთ, რადგან თქვენ ჩაკეტილები ხართ ახალი იდეებისთვის, ხართ მატყუარები და არაპროფესიონალები, არაკომპეტენტურები და არაფრის მაქნისები. დუშეთის მერი 4 წლის განმავლობაში გვპირდებოდა, გვპირდებოდა და არაფერს აკეთებდა. მრავალჯერ მივმართეთ ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, გვპირდებოდა, მერე გვაიგნორებდა, ჩვენი საკრებულოს ფრაქციის მიერ მიმართული საკითხები თაროზე იყო შემოდებული, როგორც მერიაში ისე საკრებულოში. გეგონება კანონი არ ავალდებულებდეთ ამ საკითხების სესიაზე დაყენებას, უბრალოდ განხილვას, ყურადღების გამოხატვას. მაგრამ არა, ფეხებზე კიდიათ, კომპიუტერის ჩართვაც არ იციან, არც უნდათ რომ ისწავლონ, ახერხებენ მხოლოდ რომ იყვნენ ბოტები და ქოცების სასიკეთო კომენტარები წერონ სხვადასხვა გვერდებზე. გაბერილია შტატები, ყველა აგიტატორი დასაქმებული ყავთ ბიუჯეტის ხარჯზე, არაფრის კეთების ხარჯზე. კონკრეტულად ბაზალეთის შემთხვევაზე რომ ავიღოთ, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში გააკეთეს სოფლის შიდა განათება, ისიც ჯამში ერთი 20 ნათურა იქნება და გაამაგრეს ერთი პატარა ხიდი. წყალი დღემდე არ არის არც აქ და არც სხვაგან. საერთოდ გაჩერებულია მთელი მუნიციპალიტეტი, დაპაუზებულია. სირცხვილია ამ ყველაფრის ფონზე ოცნებაზე ან ოცნებისგან გამოტყორცნილ პარტიებზე ხმის მიცემა

ბექა ნათელაშვილი. დუშეთის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან
| ბეჭდვა |