ახალი ამბები
ორივე მხარე ხალხის სახელით ლაპარაკობს, რაც სიყალბეა!

მიხეილ ქუმსიშვილი. ლეიბორისტული პარტიის თბილისის მერობია კანდიდატი:

2 დღეა აქტიურად ლაპარაკობენ არჩევნების გადადების საკითხზე, მძიმე კოვიდ-ვითარების გამო. მე თუ მკითხავთ, კოვიდი და ხალხის უსაფრთხოება აქ არაფერ შუაშია. სინამდვილეში:
1. ოცნებას უნდა რომ არჩევნები ჩაატაროს კოვიდ გავრცელების პიკში, ანუ რაც შეიძლება მალე - 2 ოქტომბერს, რათა ხალხი ვირუსის შიშით არ მოვიდეს უბნებზე, დაფიქსირდეს დაბალი აქტივობა და საკუთარი ელექტორატის მობილიზების ხარჯზე დიდი პროცენტი აიღოს.
2. ოპოზიციამ (რომელიც აქტიურად ითხოვს გადადებას) ძალიან დააგვიანა კამპანიის დაწყება, ჯერ კანდიდატები ძლივს მონახეს,  ისიც ყველგან არა. მათ ურჩევნიათ დრო გაწელონ მაქსიმალურად და არჩევნები გადაწიონ ოქტომბრის ბოლოსკენ რათა უკეთესი კამპანია ჩაატარონ. ხალხი არავის ადარდებს. მათთვის  ხალხი მეორეხარისხოვანია! არადა ორივე მხარე ხალხის სახელით ლაპარაკობს, მაგრამ ეს სიყალბეა! მათთვის მთავარია ვის მეტი შანსი ექნება ძალაუფლების დათრევის. აღარ დადგა დრო დავასრულოთ ეს ორპოლუსიანობა?! ნუ იქნებით მეორეხარისხოვანი! არ აქვს მნიშვნელობა არჩევნები ჩატარდება ოქტომბრის დასაწყისში თუ ბოლოში. ყველაფერი დაივიწყეთ და მიდით ხმის მისაცემად. გაიკეთეთ პირბადეები და ნუ ჩაეხუტებით სხვებს. მოუწოდეთ დანარჩენებსაც რომ ანალოგიურად მოიქცნენ. მხოლოდ ეს არის გამოსავალი!
| ბეჭდვა |