ახალი ამბები
ივანიშვილის დაპირება უფასო ფულზე უფასო სიკვდილში განხორციელდა
..
ლეიბორისტები ყველა ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენას მოითხოვენ. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა ბრიფინგზე გააკეთა. შალვა ნათელაშვილი: _ რეჟიმის მიერ პანდემიის გამოყენება ძალაუფლების შესანარჩუნებლად სრულმასშტაბიან კოვიდგენოციდში გადაიზარდა. დიდი ხანია, ჩვენს ქვეყანას აღარ ახსოვს რიგები სასაფლაოზე. ივანიშვილის დაპირება უფასო ფულზე უფასო სიკვდილში განხორციელდა. ხვალ იკრიბება საკორდინაციო საბჭო. კატეგორიულად მოვითხოვთ გაუქმდეს ტრანსპორტის გაუქმებაზე აკრძალვა! ნუ გამოკეტეთ ხალხი ბინებში და ნუ შეყარეთ პატარა ავტომობილებში, სადაც კოვიდის გავრცელებისთვის ყველა პირობაა. ჩვენ ჰააგის ტრიბუნალზე შეტანილი გვაქვს სარჩელი ივანიშვილის წინააღმდეგ, გენოციდის მოწყობის ბრალდებით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს ასევე ჩვენს სარჩელს საქალაქო ტრანსპირტის აღდგენის მოთხოვნით. მოვუწოდებ ყველა კომპანიას, ორგანიზაციას გახდნენ ამ სარჩელის თანამონაწილენი. ჩვენ უნდა დავამსხვრიოთ სიკვდილის კარიბჭე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ჯგუფმა დაგვიმონტაჟა იმისთვის, რომ ქვეყანა კვლავ მათ დარჩეთ, არასოდეს მოხდეს მათი შეცვლა და ამისთვის გამოიყენეს ყველაზე ბინძური მეთოდი _ გენოციდი, რომელსაც უკვე შვიდი ათასი ცხედარი მოყვა. ეს პროცესი გაგრძელდება თუ უახლოეს ხანში არ მოვიშორებთ ამ რეჟიმს.
FaceBook Twitter Google