ახალი ამბები
გპირდებით, ის, რაც მე ვერ მივიღე, დღევანდელი ბავშვები მიიღებენ
..
ძალიან გული მწყდება ფეხბურთში ასეთი უუნაროები რომ ვართ. არადა, ბავშობიდან ფეხბურთის დიდი მოყვარული ვარ და თუკი რაიმე ოცნება მქონია ცხოვრებაში, ჩვენი ნაკრების გასვლა იყო საერთაშორისო ტურნირებზე, რაც ჯერჯერობით მიუღწეველ მიზნად რჩება... ეჭვი მაქვს, ასე თუ გაგრძელდა ვერც ვერასდროს ავიხდენ ამ ოცნებას. იმიტომ კი არა რომ გენეტიკურად არ გამოგვდის ფეხბურთის თამაში, პირიქით, ინდივიდუალურად ასე, თუ ისე გვყოლია და ახლაც გვყავს კარგი ფეხბურთელები. უბრალოდ, არ არსებობს არავითარი ორგანიზებული სისტემა, არ არსებობს არავითარი პოლიტიკა ამ მიმართულებით. უბრალოდ იხარჯება მილიონები ფეხბურთში, მაგრამ რას ხმარდება, ვის მიაქვს და სად, სინამდვილეში კაციშვილმა არ იცის. ახლა აღარ დავიწყებ კალაძის და მისი "გუნდის" ლანძღვას (იმსახურებენ მაგრამ მაინც). მხოლოდ ის მინდა ვთქვა, მე როგორც მერობის კანდიდატს, რისი გაკეთება მსურს ფეხბურთის (და ზოგადად სპორტის) განვითარებისთვის. მანამდე ერთ ბავშვობის ისტორიას გავიხსენებ: ვგიჟდებოდი სულ ფეხბურთის თამაშზე, თან გამომდიოდა კიდეც. ეზოში ყოველ დღე ელ-კლასიკოებს ვმართავდით უბნელები, თუმცა ეს არ იყო საკმარისი ჩემთვის. ძალიან მინდოდა რომ ფეხბურთზე მევლო, მევარჯიშა მწვრთნელის ზედამხედველობის ქვეშ, მიმეღო მონაწილეობა ტურნირებში. მაგრამ კარგად გემახსოვრებათ 90-იანები, გაჭირვება და უფულობა. ვერ შემიყვანა ოჯახმა ფეხბურთზე, იმიტომ რომ 30 ლარი ღირდა თვეში, სამაგიეროდ შემიყვანა კალათბურთზე, რაც 10 ლარი გვიჯდებოდა. არ არის ცუდი სპორტი კალათბურთი, მაგრამ მთლად ჩემი არ იყო. ჩემი ეს ბავშვობის მიზანიც მიუღწეველი დარჩა... დღეს კიდევ უფრო ძვირი ღირს. ყოველთვიური გადასახადის გარდა, ოჯახს ჭირდება ეკიპირებისთვის ფული, ე.წ ზბორებისთვის და კიდევ რისთვის აღარ. ძალიან ბევრ მშობელს ამის გამო ვერ დაყავს შვილი სპორტზე! ხოდა საბოლოო ჯამში, მხოლოდ ფულიანებს აქვთ პრივილეგია ბავშვი გაზარდონ ჯანმრთელი, უფულოები ვის რაში ჭირდება. ამ ველური კაპიტალიზმის ეპოქაში ოლიგარქები გვყავს ხელისუფლებაში და სხვა რისი მოლოდინი გვაქვს? თუ მე ამირჩევთ მერად, პირობას ვდებ - თბილისის მერია დააფინანსებს მასობრივი სპორტის განვითარებას თბილისში. ყველა სკოლის მოსწავლეს ექნება საშუალება იაროს იმ სპორტზე, რაც სურს და ამაში ფულს არავინ მოსთხოვს. ანუ, მერიის ორგანიზებით გაიხსნება ყველასთვის ხელმისაწვდომი უფასო სპორტული წრეები, გაიმართება მასშტაბური ტურნირები და წახალისდება ჯანსაღი ცხოვრების წესი. განვითარდება სპორტული ინფრასტუქტურა უბნებში და ეზოებში. თუ მართლა გაღელვებთ მომავალი თაობების ბედი, ეს საქმე აუცილებლად უნდა გავაკეთოთ! ის რაც მე ვერ მივიღე ბავშობაში, დღევანდელმა ბავშვემა აუცილებლად უნდა მიიღონ! ეს არის ევოლუცია და და ეს პროგრესი. სხვაგვარად ვიტრიალებთ ერთიდაიგივე წრეზე, ანუ გავაკეთებთ იმას, რასაც ბოლო 30 წელია ვაკეთებთ მხოლოდ ამის შემდეგ, ჩვენ გვეყოლება თაობა, რომელიც გაიყვანს ნაკრებს საერთაშორისო ტურნირებზე. მანამდე კი, კოსოვო იმდენჯერ მოგვიგებს ფეხბურთში, სანამ მის სუვერენიტეტს არ გვაღიარებინებს. მიხეილ ქუმსიშვილი. ლეიბორისტული პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი
| ბეჭდვა |