ახალი ამბები
ჩემო თანაქალაქელებო, ზუგდიდელობო!

..


ჩემო თანაქალაქელებო, ზუგდიდელობო! მე ლეიბორისტული პარტიის სიის პირველი ნომერი გახლავართ . ჩემი მხარდაჭერა შეგიძლიათ პროპორციულ ნაწილში, შემოხაზეთ. ნომერი 10, საქართველოს ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი. ეს საქართველოში ერთადერთი, ღირსეული, მართალი, ხალხისთვის მზრუნველი პარტიაა. მე ვამაყობ, რომ საქართველოს ლეიბორისტული პარტია მიმაგრებს ზურგს და ამიტომაც მართლაც მართალი პარტიის წევრი გავხდი. არჩევანი კი თქვენზეა. ჩვე, ერთად ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ, ჩვენი ქალაქსა, თუ სოფლისთვის. თქვენი ხმით ბევრი თქვენი თანამოქალაქე შეძლებს უმძიმესი პირობების შემსუბუქებას. ჩემი არჩევის შემთხვევაში კი ჩვენ ერთად შევეძლებთ: 1) სოციალურად დაუცველ პირებს მივაქციოთ სათანადო ყურადრება. მათი არასამრთლობრივად გაუქმებული (შეჩერებული) დახმარებების გასაჩივრება და აღდგენას. 2) ყოველწლირად სოფლის პროგრამით გათვლილი ათი ათას ლარიანი ბიუჯეტი მოხმარდება სოფელს . თითოეულ სოფლის მოსახლეს ეცოდინება თუ რაში იხარჯება ეს თანხა. 3) მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ მიექცევა სათანადო ყურადღება. 4) ნებისმიერი თქვენი საკითხი არ იქნება უგულვებელყოფილი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. 5) სათანადო ყურადღება მიექცევა ახალგაზრდებს. 6) მოიხსნება მთლიანდ თუ არა ნაწილობრივ მაინც უმუშევრობის პრობლემა. მე ვიქნები სოფლის, ქალაქის, თითოეული თქვენგანის ხმა საკრებულოში და სხვებსაც გავაგონებ თქვენს ხმას. მე შევძლებ ბევრი კარგი და თქვენთვის სასარგებლო საქმის გაკეთებას. მე შევძლებ თქვენი პრობლემური საკითხების წინ წამოწევას და დახმარებას მათ აღმოფხვრაში. ბრძოლა ჩვენი გამარჯვებისთვის დაიწყო. ეს ბრძოლა ერთად უნდა მოვიგოთ. ჩვენ ვერ გაგვტეხეს და ვერც გაგვტეხენ. მე გპირდებით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ შეუძლებელს. ერთად მოვიკრიბოთ ძალა 2 ოქტომბერს, ვაჩვენოთ ცვლილებები. ნუ შევუწყობთ ხელს დემაგოგიას და მონობას! თქვენი მომავალი თქვენს ხელშია! ცირა ჭეჟია ლეიბორისტული პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საკრებულოს სიის პირველი ნომერი

 

| ბეჭდვა |