ახალი ამბები
ლეიბორისტული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში...
..

ჩვენი "ლეიბორისტების" ,„დასაქმების სახალხო გეგმა", არა სახელისუფლო და მსხვილი ბიზნესის, არამედ წვრილი მეწარმეობისა, ადგილობრივი წარმოებისა და მცირე სტარტაპების წახალისებას ეფუძნება, მათ შორის "ლეიბორისტების" გამარჯვების შემთხვევაში:

 

შეიქმნება წვრილი მეწარმეობის მხარდამჭერი 30 მილიონიანი ფონდი, რომლის ფარგლებში გაიცემა გრანტები, როგორც მოქმედი წვრილი მეწარმეებისთვის, ასევე სტარტაპერების დასაფინანსებლად;

საბიუჯეტო შესყიდვების ფარგლებში,შევიძენთ მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საუბარია საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგებაზე, თბილისის გამწვანებისთვის საჭირო ნერგებზე და სამშენებლო მასალებსა და სხვა საქონელზე

;თბილისის ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდება ველოსიპედების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც დაფუძნდება სააქციო საზოგადოების სახით და მისი აქციები გადაეცემათ სამ და მეტ შვილიან ოჯახებს;

აღნიშნული მხოლოდ ნაწილია ჩემი ავტორობით მომზადებული პროგრამისა, რომლის სრულ ვერსიას უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ

შემოხაზეთ 10, პარტიულ და სხვა ბიულეტენებშიც, აირჩიეთ ერთადერთი ეკოლოგი კანდიდატი, ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვისათვის, თბილისისა და საქართველოსათვის ბრძოლის უწყვეტი 20 წლიანი გამოცდილებით. აირჩიეთ ერთადერთი ხალხის, დასაქმებულთა, წვრილ და საშუალო მეწარმეთა და არა მსხვილ ბიზნესმენთა დამცველი პარტია – "ლეიბორისტები ლაშა ჩხარტიშვილი. ლეიბორისტული პარტიის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი

FaceBook Twitter Google