ახალი ამბები
შერიგება ქართულ-ჯიგრულ პონტში?!
..
წაღებული, მოპარული, წართმეული, მითვისებული ყველამ დაყაჭოს და შერიგებაზე მერე ვილაპარაკოთ. შერიგება, კოჰაბიტაცია, თუ გარიგება ხალხის გაღატაკების და ქვეყნის დაქცევის ხარჯზე არ მოსულა. ყველამ უნდა აგოს პასუხი. სხვანაირად ვინ იჯდება თბილ სავარძლებში, სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, მუდმივად ასე გაგრძელდება: მოვედი, მოვიპარე, გავზულუქდი, დაგაქციე, გაგაღატაკე, ახლა თუ გინდა წავიდე და შენ მოხვიდე მაპატიე, შევრიგდეთ ქართულ-ჯიგრულ პონტში და დროებით კარგად ძმაო, მერე ისევ მოვალ! და რა ამით ხალხს და ქვეყანას, უფრო გაღატაკების და უსამართლობის გადაყლაპვის გარდა?! რომ მოიპარავს, დააშავებს, ქვეყანას აზარალებს უნდა უცოდეს, რომ მკაცრად დაისჯება, კი არ შერჩება. მხოლოდ მაშინ გვექნება სამართლიანი სახელმწიფო! არ გამოვა ეგრეეეე! პ.ს. ერთი შერჩა მელასაო, მოუმატა კბენასაო_ ჩემი ბავშვობის ანდაზებიდან, დედა რომ ხშირად გვიმეორებდა.

ნინო მეტრეველი. ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი
| ბეჭდვა |