ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი ვაშინგტონში ორ მთავარ საკითხზე ისაუბრებს
..
შალვა ნათელაშვილი ამერიკაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. სენატში, კონგრესში, წარმომადგენლობით პალატასა და სხვა სტრატეგიულ ცენტრებში საუბრის თემა საქართველოში არსებული არსებული გეო-პოლიტიკური ვითარება და ახალი არჩევნები იქნება. ,,დღეს საქართველოს მიათრევენ ახალ პოლიტიკურ ალიანსში რუსეთის, თურქეთის და ირანის შემადგენლობით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვბრუნდებით ათათურქთან, ლენინთან და შაჰ აბასთან და ამის თაობაზე არავინ საუბრობს. აღარც ახალ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს ვინმე, რომლის გარეშეც ხელისუფლების ცვლილება ფანტასტიკაა. ყველა ამ პრობლემას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნას ეხება, ექნება ფართო განხილვა და დისკუსია ვაშინტონში" _ განუცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჟურნალისტებს აეროპორტში.
| ბეჭდვა |